ფეხბურთი

4:17 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ანდალუსიაში გაისეირნა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–20 ტურის შაბათს გამართული მატჩები არცთუ უხვგოლიანი გამოდგა. გამონაკლისი იყო „ბეტისისა“ და „რეალის“ მატჩი, სადაც მაყურებელმა 5 გოლი იხილა.

მატჩამდე, სევილიელთა თავკაც ხუან კარლოს გარიდოს ადგილობრივი გულშემატკივრები მადრიდელთა დამარცხებას სთხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესპანელი სპეციალისტის გასაშვებად აქციებს გეგმავდნენ. დღევანდელი ანგარიშის შემდეგ, დიდია ალბათობა იმისა, რომ გარიდომ „ბეტისი“ მართლაც დატოვოს, რადგან მისმა გუნდმა სტუმართაგან 5 უპასუხო ბურთი მიიღო.

მე–10 წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ შორი დისტანციიდან დაჰკრა და ანგარიში გახსნა. ცხადი გახდა, რომ ანდალუსიელებს ქულის გადარჩენაც კი გაუჭირდებოდათ. თანაც, რამდენიმე წუთში, გარეტ ბეილმა ეფექტური საჯარიმო დარტყმა შეასრულა და სტუმართა უპირატესობა 2–ბურთიანი გახადა.

ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე, თავი კარიმ ბენზემამაც გამოიჩინა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი, ანხელ დი მარიამ და ალვარო მორატამაც გაიტანეს თითო გოლი და ტაბლოზე 0:5 დააფიქსირეს.

„ესპანიოლმა“ ვიგოს „სელტა“ მიიღო და 3 ქულის მოსაპოვებლად ქულაც ეყო. „გრანადამ“ და „ოსასუნამ“ ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოარგეს და უგოლოდ გაიყარნენ. რაც შეეხება „ელჩესა“ და „რაიო ვალიეკანოს“ დაპირისპირებას, მასპინძლებმა მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერეს.

 

მალაგა. „ლა როსალედა“. 15102

მალაგა – ვალენსია 0:0

მალაგა: კაბალიერო, ანტუნეში, სანჩესი, ხამესი, ელიზეუ (ხუანმი 79), ფლავიუ, ტისონე, დუდა (პორტილიო 82), კამაჩო, სანტა კრუსი, სამუ (პერესი 65).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

ვალენსია: ალვესი, კოშტა, მატიე, პერეირა, გუარდადო, ბანეგა, პარეხო (ფეგული 64), რომეუ, ჟონასი (პოშტიგა 81), პიატი, ალკასერი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

გაფრთხილება: ელიზეუ (28), სანჩესი (45) – მატიე (17), რომეუ (43), პიატი (66), ალკასერი (70)

კარში დარტყმა: 17 (6) – 11 (4) ჯარიმა: 17 - 17 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 4 – 6

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 43000

ბეტისი – რეალი 0:5 (0:3)

ბეტისი: ანდერსენი, ჩიკა, პაულანი, ამაია, დიდაკი, სევილია (ხუანფრანი 63), მატილია, რეიესი (კარო 78), კასტრო (ვადილიო 56), მოლინა, ბაპტისტაუ.

მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო

რეალი: ლოპესი, რამოსი (ნაჩო 73), პეპე, მარსელო, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, დი მარია (ილიარამენდი 69), რონალდუ, ბენზემა (მორატა 77).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 რონალდუ (10), 0:2 ბეილი (25), 0:3 ბენზემა (45), 0:4 დი მარია (62), 0:5 მორატა (90)

გაფრთხილება: სევილია (27), ვადილიო (74), ჩიკა (78) – რამოსი (19)

კარში დარტყმა: 7 (1) – 21 (11) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 0 - 7 თამაშგარე: 1 - 10 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 6 – 1

 

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“.

ელჩე – რაიო 2:0 (1:0)

ელჩე: ტონიო, ლომბანი, სუარესი, ალბაკარი, ბოტია, ნიხესი (მანუ 69), მარკესი, პერესი (სანჩესი 82), ხილი, კორომინასი, ერერა (ბოაკიე 76).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

რაიო: რუბენი, ტიტო, ნაჩო (გონსალესი 30), ხალვესი, ტრასორასი, ბაენა, საული, კასტილიო (ლარივეი 69), ვიერა (ემბარბა 77), ბუენო, ბანგურა.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: 1:0 ალბაკარი (18პ.), 2:0 მარკესი (79)

გაფრთხილება: ალბაკარი (45), მარკესი (57) – რუბენი (65), გონსალესი (71)

კარში დარტყმა: 15 (10) – 7 (1) ჯარიმა: 13 - 7 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 1 – 8

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 12000

გრანადა – ოსასუნა 0:0

გრანადა: რობერტო, ანგულო, ნიომი, მაინსი, მურილიო, იტურა, ბრაიმი, რიკო, რესიო, პიტი, ელ–არაბი (რიკი 69).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

ოსასუნა: რიესგო, დამია, ლოლო, ლოტიესი, ბერტრანი, არიბასი, სილვა დე ლას კუევასი (აკუნია 82), არმენტეროსი, სეხუდო (ტორესი 66), რიერა (სანხურხო 88).

მწვრთნელი: ხავი გრასია

გაფრთხილება: რიკო (34) – ბერტრანი (24), ლოლო (73), არიბასი (79)

კარში დარტყმა: 17 (3) – 8 (0) ჯარიმა: 11 - 12 კუთხური: 7 - 0 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 0 – 3

 

ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 14000

ესპანიოლი – სელტა 1:0 (0:0)

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (როდრიგესი 90), სანჩესი, გონსალესი, გარსია, სტუანი (პიცი 64), კორდობა (ფერნანდესი 46).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, ხონი, კრონ–დელი, ოუბინია, ფერნანდესი (ლოპესი 74), ორელიანა (ნოლიტო 68), რაფინია, მინა (ბერმეხო 83).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: 1:0 გარსია (88)

გაფრთხილება: სანჩესი (65) – ფერნანდესი (45)

კარში დარტყმა: 8 (3) – 12 (2) ჯარიმა: 15 - 14 კუთხური: 3 - 8 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 2 – 2

0.12024