ზედიზედ მეორე მატჩია, მადრიდის „რეალი“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში უქულოდ რჩება. შესაბამისად, კარლო ანჩელოტის გუნდმა სატურნირო ცხრილში ლიდერობაც დაკარგა და მე-3 ადგილამდე დაქვეითდა. „ელ კლასიკოში“ დამარცხების შემდეგ, „სამეფო კლუბმა“ ქულები „სევილიასთან“ საგარეო მატჩში გაანიავა.
არადა, მატჩი მადრიდელთათვის ბრწყინვალედ დაიწყო - კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და რიკოშეტის წყალობით, ბურთი ანდალუსიელთა კარში აღმოჩნდა. სევილიელთათვის საბედნიეროდ, უნაი ემერის გუნდმა წონასწორობა მალევე აღადგინა - თავი კარლოს ბაკამ გამოიჩინა, რომელმაც ხოსე ანტონიო რეიესს დაუფასა კარგი გადაცემა.
„რეალი“ გააქტიურდა და შეტევაში დიდი ძალებით გადავიდა. სტუმრებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც - ბაკამ დუბლი შეასრულა და ტაბლოზე 2:1 დააფიქსირა.
როგორც მოსალოდნელი იყო, „კამპ ნოუზე“, კატალონიის „ბარსელონამ“ ვიგოს „სელტა“ იოლად დაამარცხა. მასპინძლებმა სტუმართა რბევა მატჩის დებიუტიდანვე დაიწყეს - მესის, სანჩესისა და ნეიმარის კომბინაცია ამ უკანასკნელმა დაუცველ კარში დარტყმით დააგვირგვინა. კატალონიელებმა ანგარიშში სხვაობა პირველსავე ტაიმში გაზარდეს და 3 ქულის ბედიც მეტწილად გადაწყვიტეს. 30-ე წუთზე, ანდრეს ინიესტას ბრწყინვალე პასით, ლეო მესი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.
პირველ ტაიმში, კატალონიელთათვის სამწუხარო ის იყო, რომ მეკარე ვიქტორ ვალდესმა მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფეხბურთს დაახლოებით 6 თვით დაემშვიდობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელმა კატალონიელთა მაისურით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. მოგეხსენებათ, ვალდესი ზაფხულში კლუბს შეიცვლის.
მეორე ტაიმში, თამაშის ტემპი შედარებით დავარდა. „ბარსელონა“ ბურთს აკონტროლებდა და პერიოდულად უტევდა. რამდენიმე სახიფათო დარტყმა ვიგოელებმაც შეასრულეს. მატჩში წერტილი ნეიმარმა დასვა და „ბარსას“ 3:0 მოაგებინა.
მადრიდის „ატლეტიკომ“ თანაქალაქელის მარცხით ისარგებლა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა „გრანადას“ უმასპინძლა და 3 ქულა „ჩაიჯიბა“. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დიეგო კოსტამ ზუსტი თავური შეასრულა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 68000
ბარსელონა - სელტა 3:0 (2:0)
ბარსელონა: ვალდესი (პინტო 23), ადრიანო, ჟორდი ალბა, ბარტრა, მასკერანო, ფაბრეგასი, ინიესტა (სერხი რობერტო 46), სონგი, მესი, სანჩესი, ნეიმარი (პედრო 71).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
სელტა: იოელი, კაბრალი (ლოპესი 38), მალიო, ფონტასი (ოუბინია 74), ორტენეჩე, ხონი, ფერნანდესი, ორელიანა (ბერმეხო 64), ლოპესი, მადინდა, მინა.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: 1:0 ნეიმარი (6), 2:0 მესი (30), 3:0 ნეიმარი (67)
გაფრთხილება: ადრიანო (21), ჟორდი ალბა (45) - ფერნანდესი (76), მალიო (84)
კარში დარტყმა: 14 (6) – 8 (6) ჯარიმა: 11 - 8 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 6 - 2 ბურთის ფლობა: 67% - 33% სეივი: 6 – 3
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 10330
რაიო - ოსასუნა 1:0 (0:0)
რაიო: რუბენი, კაშტრუ, რაცი, არბილია, ხალვესი, ტრასორასი, საული, ფალკე (ლონგო 90), ლარივეი, ბუენო (კარლოსი 67), როჩინა (ვიერა 67).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოტიესი, არიბასი, სანხურხო, პუნიალი, სილვა (აკუნია 77), სეხუდო (ლობატო 90), ტორესი (ორიოლი 86), ლოე, რიერა.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: 1:0 ლარივეი (90პ.)
გაფრთხილება: ხალვესი (76), ლონგო (90) - სილვა (33), დამია (88), არიბასი (90), პუნიალი (90)
კარში დარტყმა: 14 (5) – 7 (2) ჯარიმა: 11 - 12 კუთხური: 9 - 3 თამაშგარე: 6 - 3 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 2 – 4
მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 41200
ატლეტიკო - გრანადა 1:0 (0:0)
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ინსუა, გოდინი, ტიაგუ, გაბი, თურანი (დიეგო 60), როდრიგესი (სოსა 56), ვილია (გარსია 70), კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გრანადა: რობერტო, ანგულო (ფულკე 46), ნიომი, მურილიო, კოეფი (იგალო 81), იტურა, ბრაიმი, რიკო, რესიო, რიკი (ბუონანოტე 73), ელ არაბი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 1:0 კოსტა (63)
გაფრთხილება: გაბი (40) - ანგულო (29), კოეფი (39), ბრაიმი (44)
კარში დარტყმა: 16 (5) – 7 (0) ჯარიმა: 12 - 12 კუთხური: 14 - 4 თამაშგარე: 7 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 0 – 4
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 38100
სევილია - რეალი 2:1 (1:1)
სევილია: ბეტუ, პარეხა, ფასიო, კოკე, მორენო, მბია, რაკიტიჩი, მარინი (მაჩინი 71), იბორა, რეიესი (ნავარო 75), ბაკა (გამეირო 83).
მწვრთნელი: უნაი ემერი
რეალი: ლოპესი, პეპე, მარსელო, კარვახალი, ვარანი, ალონსო, მოდრიჩი (მორატა 90), ბეილი, ილიარამენდი (ისკო 67), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 0:1 რონალდუ (14), 1:1 ბაკა (19), 2:1 ბაკა (72)
გაფრთხილება: იბორა (21), მარინი (61), ბეტუ (90) - ბეილი (23), ვარანი (79), ალონსო (86)
კარში დარტყმა: 12 (3) – 26 (8) ჯარიმა: 13 - 13 კუთხური: 2 - 9 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 31% - 69% სეივი: 7 – 1