ფეხბურთი

2:05 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” მე-1000

ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშება მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 8 თამაშიდან 6 იმ გუნდმა მოიგო, რომელიც საკუთარ კედლებში თამაშობდა.

ყველაზე დამაჯერებლად მადრიდის “რეალმა” იმარჯვა, რომელმაც “ბაზელი” 5:1 გაანადგურა. კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველი ტაიმი 4:1 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ შვეიცარიელებს ერთი ბურთი აკმარა. ეს გოლი “რეალისა” და ევროტურნირების ისტორიაში შევიდა. 79-ე წუთზე, ბენზემამ რონალდუს გადაცემა მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და ევროტურნირებზე “რეალის” მე-1000 გოლი გაიტანა. სხვა არცერთ გუნდს ასეთი შედეგი არ აქვს.

სანამ საქმეში ბენზემა ჩაერთვებოდა, “რეალმა” რამდენიმე ლამაზი გოლი გაიტანა. მე-14 წუთზე, ხამეს როდრიგესმა ნაჩოს ქუსლით პასი გაუკეთა, ხოლო ესპანელი მარჯვენა მცველის ჩაწოდების შემდეგ სუხიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს იყო მე-12 ავტოგოლი, რომლითაც “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე იხეირა. ასეთი შედეგით ვერცერთი სხვა გუნდი ვერ დაიკვეხნის.

30-ე წუთზე ტურის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გავიდა. მოდრიჩის ეფექტური გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა ბეილმა ვაცლიკს ბურთი თავზე გადაუგდო, მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ცარიელ კარში გაიტანა.

ერთ წუთში, მოდრიჩის კიდევ ერთი ლამაზი პასის შემდეგ, ბეილმა დარტყმას უკეთეს მდგომარეობაში მყოფი რონალდუსთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა და პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე 68-ე, ხოლო ევროტურნირებზე 71-ე გოლი გაიტანა. რონალდუმ, ორივე ამ მაჩვენებლით, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და ის ორივე შემთხვევაში “რეალის” ყოფილ 7 ნომერს, რაულს ჩამორჩება. პორტუგალიელმა სუპერთავდამსხმელმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის გასატანად 27 თამაში დასჭირდა, ამ ტურნირზე გამართულ უკანასკნელ 52 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 53-ჯერ აიღო.

რონალდუს გოლის შემდეგ იყო ხამეს როდრიგესის ზუსტი დარტყმა, კასილიასის კარში გატანილი ერთადერთი ბურთი და ბენზემას მიერ უკვე ხსენებული ისტორიული გოლი.

“რეალმა” რომ გათამაშება მოგებით დაიწყო, ამაში გასაკვირი არაფერია. არცთუ ძლიერი მეტოქის გარდა, მადრიდელთა სასარგებლოდ ბოლოდროინდელი შედეგებიც მეტყველებდა. “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა ლიგა მოგებით ზედიზედ მერვედ დაიწყო. ამაზე უკეთესი შედეგი (10 მოგება) მხოლოდ მიუნხენის “ბაიერნს” აქვს.

“რეალისგან” განსხვავებით, გათამაშების მოგებით დაწყება ძაილიან გაუჭირდა B ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტს, “ლივერპულს”. ბრენდან როჯერსის გუნდი დებიუტანტ “ლუდოგორეცს” მასპინძლობდა. ინგლისელებმა ბულგარელები მხოლოდ 82-ე წუთზე გატეხეს. გუნდის ახალწვეულმა, მარიო ბალოტელიმ ორ მეტოქესთან გამართული ბრძოლა მოიგო და ახლო მანძილიდან დარტყმით “ლივერპულში” სადებიუტო გოლი გაიტანა.

“ენფილდზე” პირველი დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სტუმრებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელეს და აბალომ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

“ლივერპულმა” მაინც მოიგო. 93-ე წუთზე, მანკილიო საპენალტედ წაიქცა, ხოლო გუნდის კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა.

“იუვენტუსის” არგენტინელ თავდამსხმელს, კარლოს ტევესს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 2009 წლის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი. 30 წლის ფეხბურთელმა ნავსი “მალმიოსთან” გამართულ შეხვედრაში გატეხა და დუბლიც გაიფორმა.

ტევესმა ჩემპიონთა ლიგაზე 1003-წუთიანი მშრალი სერია ეფექტური გოლით შეწყვიტა. “მალმიოსთან” გამართული მატჩის 59-ე წუთზე, მან საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფ კვადვო ასამოას უპასა, თანაგუნდელისგან ქუსლით გაკეთებული გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ტევესმა საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი პირველად გაიფორმა.

ჯგუფური ეტაპი მარცხით დაიწყო გასული გათამაშების ფინალისტმა, “ატლეტიკომ”. მადრიდელებს, ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, 3 გოლი ჰქონდათ გაშვებული. ამდენივე ბურთი მათ “ოლიმპიაკოსთან” გამართულ პირველივე შეხვედრაში გაუშვეს. დიეგო სიმეონეს გუნდმა 2-ჯერ თავადაც გაიტანა, მაგრამ ეს ქულის ასაღებადაც არ იყო საკმარისი.

ძალიან სუსტი თამაში ჩაატარა ლონდონის “არსენალმა”, რომელმაც “დორტმუნდთან” უშანსოდ წააგო. იურგენ კლოპის გუნდმა, დიდი უპირატესობა გოლად ტაიმის მიწურულს აქცია. ჩირო იმობილემ ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო და სოლორეიდის შემდეგ ახალ გუნდში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, ობამეიანგმა, რომელმაც მანამდე არაერთი მომენტი გააფუჭა, გროსკროიტცის გადაცემა მიიღო, მეკარე მოატყუა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ცნობისთვის, “არსენალლმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 19 გასვლითი თამაშიდან 11-ში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა.

დიდი უპირატესობა კიდევ ერთ გერმანულ გუნდს ჰქონდა, მაგრამ “ლევერკუზენმა” მომენტები ვერ გამოიყენა, რის გამოც როჯერ შმიდტის გუნდი დაისაჯა. სეზონის სტარტზე ძალიან კარგად მოთამაშე გერმანელები “მონაკოსთან” დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბერბატოვის მიერ თავით გაკეთებული გადაცემა მოუტინიომ გამოიყენა.

 

A ჯგუფი

იუვენტუსი-მალმიო 2:0 (0:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, მარკიზიო, ლიხტშტაინერი (რომულო 90+1), პოგბა, ასამოა, ევრა, ლიორენტე (მორატა 86), ტევესი (ჯოვინკო 90+1).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

მალმიო (3-4-1-2): ოლსენი, იოჰანსონი, ჰალსტი, ჰელანდერი, ტინერჰოლმი, ერიკსონი (რაკიპი 81), ფორსბერგი, კონატე, ადუ, როზენბერგი (მეჰმეტი 53), თელინი (კროონი 73).

მწვრთნელი: აგე ჰარეიდე.

გოლები: 1:0 ტევესი (59), 2:0 ტევესი (90).

გაფრთხილებები: კონატე 10, ერიკსონი 22, ჰელანდერი 89.

მსაჯი: სზიმონ მარსინიაკი (პოლონეთი).

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 22 (8)-4 (1), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 5-0, სეივი: 1-6, ჯარიმა: 9-16. 

 

ოლიმპიაკოსი-ატლეტიკო 3:2 (2:1)

პირეოსი, “გეორგიოს კარაისკაკი”

ოლიმპიაკოსი (4-4-1-1): ხიმენესი, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, მანიატისი, კასამი (ჯიანულისი 84), მილივოიევიჩი, აფელაი (ნდინგა 69), დომინგესი (ფუსტერი 57), მიტროღლუ.

მწვრთნელი: მიჩელი.

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ანსალდი, თურანი, სუარესი (ნიგესი 75), გაბი (გრიზმანი 56), კოკე, მანჯუკიჩი, გარსია (ჩერჩი 66).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

გოლები: 1:0 მასუაკუ (13), 2:0 აფელაი (31), 2:1 მანჯუკიჩი (38), 3:1 მიტროღლუ (73), 3:2 გრიზმანი (86).

გაფრთხილებები: დომინგესი 35, მანიატისი 45+2 – გაბი 2, კოკე 45+2, ნიგესი 89, გრიზმანი 90.

მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8 (4)-20 (6), კუთხური: 1-7, თამაშგარე: 0-3, სეივი: 4-1, ჯარიმა: 12-14.

 

 

B ჯგუფი

ლივერპული-ლუდოგორეცი 2:1 (0:0)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, მანკილიო, ლოვრენი, საკო, მორენო, ჰენდერსონი, ჯერარდი, ლალანა (ბორინი 67), სტერლინგი, კოუტინიო (ლუკასი 68), ბალოტელი.

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

ლუდოგორეცი (4-2-3-1): ბორიანი, კაისარა, მოტი, ალექსანდროვი, მინევი, დიაკოვი (ესპინიო 85), აბელი, ალექსანდროვი, მარსელინიო, მისიჯანი (აბალო 72), ბეზიაკი (იუნესი 87).

მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.

გოლები: 1:0 ბალოტელი (82), 1:1 აბალო (90+1), 2:1 ჯერარდი (90+3, პენ).

გაფრთხილებები: ალექსანდროვი 5, კაისარა 54, მინევი 76, ბორიანი 90+2.

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია).

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 21 (9)-11 (2), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-7, ჯარიმა: 22-16.

 

რეალი-ბაზელი 5:1 (4:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილიასი, ნაჩო, პეპე, რამოსი (ვარანი 66), მარსელო, მოდრიჩი (ილიარამენდი 74), კროოსი, როდრიგესი, ბეილი, ბენზემა (ერნანდესი 82), რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

ბაზელი (3-4-2-1): ვაცლიკი, შარი, სამუელი (კაკიტანი 64), სუხი, ქსაკა, ელ ნენი, ფრაი (დელგადო 83), საფარი, გონსალესი, ზუფი, შტრელერი (ემბოლო 73).

მწვრთნელი: პაულუ სოუზა.

გოლები: 1:0 სუხი (14, ს.კ.), 2:0 ბეილი (30), 3:0 რონალდუ (31), 4:0 როდრიგესი (37), 4:1 გონსალესი (38), 5:1 ბენზემა (79).

გაფრთხილებები: პეპე 85 – ელ ნენი 55, სამუელი 60, ქსაკა 90+1.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 21 (9)-16 (5), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 4-4, სეივი: 4-4, ჯარიმა: 8-8.

 

 

C ჯგუფი

მონაკო-ლევერკუზენი 1:0 (0:0)

მონაკო, “ლუი II

მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბინიო, კარვალიო, რაგი, კურზავა, კონდოგბია (უოლასი 90+4), ტულალანი, მოუტინიო, ფერეირა (დირარი 86), ბერბატაოვი, ოკამპოსი (სილვა 57).

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჟედვაი (დონატი 65), თორფაქი (რაინარტცი 71), სპაჰიჩი, ბოენიში, ბენდერი (დრმიჩი 76), კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი.

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.

გოლი: 1:0 მოუტინიო (61).

გაფრთხილებები: ფერეირა 29, კურზავა 45+2 – ბოენიში 65, სპაჰიჩი 74.

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 4 (1)-13 (2), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-0, ჯარიმა: 16-19.

 

ბენფიკა-ზენიტი 0:2 (0:2)

ლისაბონი, “და ლუჟი”

ბენფიკა (4-4-2): არტური, პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ, სალვიო, პერესი, სამარისი (ალმეიდა 74), გაიტანი, ლიმა (დერლეი 74), ტალისკა (ლოპესი 20).

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.

ზენიტი (4-3-1-2): ლოდიგინი, სმოლნიკოვი, ლომბაერტსი, გარაი, კრიშიტო, შატოვი, გარსია, ვიტსელი, დანი, ჰალკი (არშავინი 85), რონდონი (მოგილევეტსი 76).

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

გოლები: 0:1 ჰალკი (6), 0:2 ვიტსელი (22).

გაფრთხილებები: პერეირა 60 – გარსია 65.

გაძევება: არტური 18.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 17 (5)-19 (8), კუთხური: 7-7, თამაშგარე: 1-5, სეივი: 6-5, ჯარიმა: 11-16.

 

 

D ჯგუფი

გალათასარაი-ანდერლეხტი 1:1 (0:0)

სტამბული, “თურქ ტელეკომ არენა”

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, სარი, კაია, შეჯუ, ტელესი (კამდალი 79), ინანი (ბულუთი 72), მელო, ჯემაილი, სნეიდერი, ილმაზი, პანდევი (ბრუმა 57).

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.

ანდერლეხტი (4-2-3-1): როეფი, ნახარი, მბემბა, ნუიტინკი (სუარესი 23), დეშახტი, დეფური, ტიელემანსი, კონტე, პრაეტი (დენდონკერი 78), აშემპონი, მიტროვიჩი (კლიესტანი 66).

მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი.

გოლები: 0:1 პრაეტი (52), 1:1 ილმაზი (90+1).

გაფრთხილებები: მელო 62, ჯემაილი 90+2 – ნუიტინკი 2, კონტე 33, დეფური 39, აშემპონი 64.

მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 14 (3)-10 (4), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 14-19.

 

დორტმუნდი-არსენალი 2:0 (1:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, დურმი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (იოიჩი 79), ბენდერი, კელი (გინტერი 46), ობამეიანგი, მხითარიანი, გროსკროიტცი, იმობილე (რამოსი 86).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

არსენალი (4-1-4-1): შჩეზნი, ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, არტეტა (პოდოლსკი 77), სანჩესი, რემზი (კასორლა 62), უილშერი, იოზილი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 62), უელბეკი.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გოლები: 1:0 იმობილე (45), 2:0 ობამეიანგი (48).

გაფრთხილებები: მხითარიანი 5 – იოზილი 54, უილშერი 88.

მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია).

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 24 (7)-4 (1), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-5, ჯარიმა: 10-16.

0.240505