ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–17 ტურის ცენტრალურ მატჩში, „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. უკანასკნელ წლებში, „სამეფო კლუბს“ „მესტალიაზე“ თამაში არ უჭირს, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა იოლი არ ყოფილა.
28–ე წუთზე, მადრიდელთა გარემარბმა ანხელ დი მარიამ მარჯვენა ფლანგიდან შეძლო დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ხუთიოდ წუთში, ვალენსიელთა ტანმორჩილმა შემტევმა პაბლო პიატიმ, თავისთვის უჩვეულოდ, თავური დარტყმით აიღო დიეგო ლოპესის კარი და ანგარიში გაათანაბრა.
ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, კრიშტიანუ რონალდუც გამოირჩა ზუსტი თავურით და „რეალს“ პირველი ნახევარი მოაგებინა. „ღამურებმა“ ანგარიშის გათანაბრება კიდევ ერთხელ შეძლეს, მაგრამ ქულა ვეღარ გადაარჩინეს – „რეალის“ ახალგაზრდა ფორვარდმა ხესემ სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
უხვგოლიანი მატჩი შედგა ხეტაფეში, სადაც ადგილობრივი კლუბი „ბარსელონას“ დაუხვდა. მე–15 წუთისთვის, კატალონიელები 2–ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, მაგრამ მატჩის მოულოდნელმა დასაწყისმა „ბარსელონა“ არ დააბნია. ტაიმის დასრულებამდე, 10–წუთიან მონაკვეთში, პედრო როდრიგესმა გაიბრწყინა და ერთმანეთზე მოხდენილი გოლებით ჰეთ–თრიქი მიითვლა. ამგვარად, „ბარსელონა“ შესვენებაზე უპირატესობით გავიდა და ისღა დარჩენოდა, მეორე ნახევარში ანგარიშში სხვაობის გაზრდაზე ეზრუნა.
ასეც მოხდა – სესკ ფაბრეგასმა ჯერ პედროს პასით იხეირა, შემდეგ კი, პენალტი გამოიყენა და ტაბლოზე 2:5 დააფიქსირა.
დამაჯერებლად იმარჯვა მეორე ბარსელონურმა კლუბმა „ესპანიოლმაც“ – კატალონიელებმა „ვალიადოლიდი“ 4:2 დაამარცხეს. „ბილბაომ“ საშინაო არენაზე „რაიო ვალიეკანოს“ 2:1 სძლია, „სელტამ“ და „ოსასუნამ“ კი, გოლები გაცვალეს.
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“.
ესპანიოლი – ვალიადოლიდი 4:2 (2:0)
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (ალვარესი 75), სანჩესი, დ.ლოპესი (როდრიგესი 57), გარსია, სტუანი, კოროდბა (ფერნანდესი 59).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა (ლარსონი 65), რუკავინა, ვალიენტე, პენია, ბერგდიჩი, ებერტი (ომარი 21), ალვარო (პერესი 56), ოსკარი, როსი, გერა.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლი: 1:0 გარსია (5), 2:0 სტუანი (37), 3:0 სანჩესი (68), 4:0 სტუანი (70), 4:1 გერა (75), 4:2 პერესი (89)
გაფრთხილება: სანჩესი (8), ფუენტესი (26), სიმაუ (51) – რუედა (5)
კარში დარტყმა: 13 (7) – 9 (4) ჯარიმა: 23 - 13 კუთხური: 2 - 4 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 41% - 59% სეივი: 2 – 3
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 9563
ხეტაფე – ბარსელონა 2:5 (2:3)
ლევანტე: მოია, რუანო, ესკუდერო, ვალერა, ლოპესი, პედრო ლეონი, ლაფიტა (გავილანი 80), ბორხა, მოსკერა, კასტრო (სარაბია 72), მარიკა (კოლუნგა 61).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
ბარსელონა: პინტო, ალვესი, პიკე, ალბა, მასკერანო, ბუსკეტსი (ბარტრა 89), ინიესტა, სერხი რობერტო, ფაბრეგასი (სონგი 86), პედრო (ტელიო 80), სანჩესი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გოლი: 1:0 ესკუდერო (10), 2:0 ლოპესი (15), 2:1 პედრო (34), 2:2 პედრო (41), 2:3 პედრო (43), 2:4 ფაბრეგასი (68), 2:5 ფაბრეგასი (72პ.)
გაფრთხილება: მოსკერა (45), ლოპესი (70), ბორხა (84), რუანო (85) – ალვესი (31), პიკე (54), ბუსკეტსი (86)
კარში დარტყმა: 12 (2) – 15 (7) ჯარიმა: 26 - 7 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 0 - 5 ბურთის ფლობა: 28% - 72% სეივი: 2 – 0
ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 36000
ბილბაო – რაიო 2:1 (1:0)
ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან–ხოსე, ბალენსიაგა, გურპეგი, სუსაეტა, იტურასპე, რიკო, ერერა (გომესი 65), მუნიაინი (ბენიატი 78), ტოკერო (ადურისი 65).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
რაიო: რუბენი, კაშტრუ (ტრასორასი 82), ტიტო, ხალვესი, მოხიკა, გონსალესი, საული, ვიერა, ბუენო, პერეა (კასტილიო 74), ბანგურა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლი: 1:0 სან–ხოსე (32), 1:1 ბუენო (61), 2:1 რიკო (66)
გაფრთხილება: ტიტო (49), გონსალესი (86)
კარში დარტყმა: 24 (9) – 11 (5) ჯარიმა: 11 - 21 კუთხური: 8 - 7 თამაშგარე: 6 - 0 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 4 – 7
ვიგო. „ბალაიდოსი“. 14500
სელტა – ოსასუნა 1:1 (1:1)
სელტა: იოელი, ფონტასი, ორტენეჩე, ხონი, კოსტასი, კრონ–დელი (ლოპესი 71), ოუბინია, ფერნანდესი (ბერმეხო 83), ორელიანა (ნოლიტო 64), რაფინია, მინა.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ფლანიო, ლოლო, ლოტიესი, ბერტრანი, პუნიალი, არმენტეროსი (ომვუ 78), სეხუდო, ტორესი (სანხურხო 74), რიერა.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: 0:1 არმენტეროსი (17), 1:1 ფერნანდესი (34)
გაფრთხილება: დამია (58), ფლანიო (60), სეხუდო (90)
კარში დარტყმა: 14 (6) – 13 (4) ჯარიმა: 14 - 15 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 3 – 5
ვალენსია. „მესტალია“. 42200
ვალენსია – რეალი 2:3 (1:2)
ვალენსია: გუაიტა, მატიე, რუისი, პერეირა, ფეგული, პარეხო (ბანეგა 84), რომეუ, ბერტნატი, კარტაბია (კანალესი 62), ჟონასი, პიატი (გუარდადო 81).
მწვრთნელი: ნიკო მარტინეს ესტევესი
რეალი: ლოპესი, რამოსი, არბელოა (კარვახალი 81), მარსელო, ნაჩო, ალონსო, მოდრიჩი, დი მარია (ილიარამენდი 87), ისკო (ხესე 73), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 0:1 დი მარია (28), 1:1 პიატი (34), 1:2 რონალდუ (40), 2:2 მატიე (62), 2:3 ხესე (82)
გაფრთხილება: პიატი (55), მატიე (58) – ნაჩო (41), არბელოა (64)
კარში დარტყმა: 12 (5) – 12 (5) ჯარიმა: 12 - 13 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 33% - 67% სეივი: 2 – 3