ფეხბურთი

14:53 | 12.08.2014 | ნანახია 0 - ჯერ

“რეალი” ხედირას გაყიდვას არ აპირებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გუნდიდან სამი ხედირას გაშვებას არ აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.

ცნობილია, რომ გერმანელი საყრდენი ნახევარმცველის შეძენა ლონდონის “არსენალს” სურს, მაგრამ მადრიდელები ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობენ, რადგან სამის მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2015 წლის ზაფხულში იწურება.

“ხედირა არსად მიდის. ის “რეალის” ფეხბურთელია და კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. ამ დროისთვის, სხვას ვერაფერს გეტყვით”, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “არსენალის” გარდა, სამის შეძენა მიუნხენის “ბაიერნსაც” სურს. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხედირა მომავალ სეზონს “რეალის” შემადგენლობაში გაატარებს, შემდეგ კი, თავისუფალი აგენტის სტატუსით ყოფილ დამრიგებელს - ჟოზე მოურინიოს შეუერთდება და “ჩელსის” მაისურს მოირგებს.

ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:53 | 17.06.2013
nick_name (254)

სტატიის მოცულობის გაზრდის მიზნით წერთ ყველგან რო სიტიც დაინტერესებულია? უკვე 374 ფეხბურთელზე წერთ რო სიტიც დაინტერესებულიაო, ცოტა არასერიოზული ხდება სტატიები

20:49 | 16.06.2013
ბარსა La Albiceleste (5560)

არადა ძალიან ნიჭიერი ბიჭიაააა
გამთამაშებლადაც და ფლანგზეც შეუძლია მოღვაწეობა

19:22 | 16.06.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ლამელა თუ გაუშვეს რომას ხელმძღვანელობა დასახვრეტები იქნებიან

18:24 | 16.06.2013
S.A.F. (2852)

ჩელსიზე შეეშალა ტოტეს უნდა


ალბათ ბეილი მართლა მიდის ...

18:03 | 16.06.2013
.as.roma. (176)

ოეეეეე ეს ტოტენჰემში არასდროს არ გადავაა რა უნდა ამას ტოტეჰემში

17:36 | 16.06.2013
tengoroma (4673)

:დ ადმინი დაბოლილია. ლამელა არ გაუშვათ თქვეიიიიიიი

17:23 | 16.06.2013
soselia (747)

admin tavidan chelsi giweria mere totenhemi da bolobolo romels unda??

17:27 | 16.06.2013
a.reversi (9540)

))D
თან სულ რომ ამბობს ლონდონელებიო და არ აკონკრეტებს რომელი)))

0.061021