მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩალოტიმ, ტიტო ვილანოვას, რომელმაც ახლახანს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი ავადმყოფობის გამო დატოვა, მთელი გუნდის სახელით მხადაჭერა გამოუცხადა.
იტალიელმა სპეციალისტმა “სამეფო კლუბი” ჟოზე მოურინიოსგან გადაიბარა და მისი ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
“მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ტიტო ვილანოვას. მისი ავადმყოფობით გულდაწყვეტილი ვარ. ის ნამდვილი მებრძოლია და მწამს, ბრძოლას ახლაც გააგრძელებს. მინდა მან იცოდეს, რომ მშობლიური კლუბის გარდა მას ზურგს გულშემატკივართა მთელი არმია უმაგრებს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება” - თქვა ანჩელოტიმ.
“რეალმა” სეზონისწინა შეკრება უკვე დაიწყო და იტალიელმაც სამზადისის გარდა შესაძლო ტრანსფერებზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საუბარია გარეტ ბეილისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო შეძენაზე. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
“დიდებული კვირა გვქონდა. ფეხბურთელები თავდაუზოგავად შრომებდნენ და საკუთარი პროფესიონალიზმი დაადასტურეს. სასიამოვნოა, როდესაც სეზონი ასეთი განწყობით იწყება. პირველი დღე სკოლაში მისვლას გავდა - ყველა მაქსიმალურად კონცენტრირებული და ყურადღებიანი იყო. წინ კიდევ შვიდი მოსამზადებელი მატჩი გველის. არ მსურს ფეხბურთელები ზედმეტად გადავტვირთო, რათა ტრავმენი თავიდან ავიცილო.
ყველამ კარგად იცის, რა ძალაა რონალდუ ჩვენი გუნდისათვის. უმთავრესი მისი პროფესიონალიზმია. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ის უდიდესი მაგალითია და მის გვერდით თამაში მათთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. არ მგონია მასთან თანამშრომლობის კუთხით რაიმე პრობლემა შეგვექმნას. კაკა კვლავაც “რეალის” ფეხბურთელია და სხვებთან ერთად ვარჯიშებზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. უნდა დაველოდოთ როგორ აეწყობა მისთვის მომავალი სეზონი. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე იგუაინს და კოენტრაუს და მათ მითხრეს, რომ “რეალში” ბედნიერები არიან. ბევრს საუბრობენ ბეილისა და იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე. ისინი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან, მაგრამ საკუთარ მოთამაშეებს პატივს ვცემ და ახლა მათზე ვერ ვისაუბრებ. არსებული შემადგენლობა სრულებით მაკმაყოფილებს” - დაამატა ანჩელოტიმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ხვალ ქართველ ლომებს!!!
საღოლ ამირან ! წარმატებები და ოქროები მომავალში !
რას ვიზამთ, უნდა მიულოცოთ ვერცლი პაპინას და ხვალ ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს...
პაპინა მაგარია
ვულოცავ ამირანს ვერცხლს და ღირსეულ გამოსვლას! ხვალიდან კიდე ჩვენი დღეები იწყება!
ხვალე ოქრო რო იქნება მაგას წყალი გაუვა. 81-ში თუ სასწაული არ მოხდა ჭრიკი ჯემპიონი გახდება.73-ში კი ზებედასი მაგრად მჯერა დროა უკვე მაგ ბიჭმა დაამტკიცოს რომ სერიოზული სპორტსმენია ხოლო ტატალაც კარგად იჭიდავებს იმედია ვიხილავთ ქართულ ნახევარ-ფინალს. წარმატებები ჩვენს ძიუდოისტებს...
პაპინ არაუშავს ჯიგარი ხარ ძმა ფინალი რო იჭიდავე.მსაჯები რო არა ჩემპიონიც გახდებოდი.მომავალ წელს მოიგებ.მსოფლიოსთვის,ალბათ სერიოზული მომაება დაჭირდება კარგი შედეგი რო დადოს.წარმატებები ჯიმა...
თვითონ თქვა ვერ ვიჭიდავეო ! არადა არ იყო გასაფრთხილებელი
რაც მაგ მსაჯს ვაგინეთ )))
არ წაუგია წააგებინეს მსაჯმა ტყვილა გააფრთხილა პაპი და მორჩა შეხვედრა
ზანთარაიამაც დადო კვერცხი...რაღარ რუსებთან ვაგებთ,ამის პუტინსაც შევე..!
stripslashes((strlen('http://www.sovsport.ru/news/text-item/705938')>0?'http://www.sovsport.ru/news/text-item/705938':'http://www.sovsport.ru/news/text-item/705938')) გადადით ამ ლინკზე და ხმა მიეცით ჯანო ანანიძეს
არადა ნორმალური მსაჯობის პირობებში ცემპიონი გახდებოდა, ვერცხლიც არაა ურიგო წარმატებები
ფუ ამის დედაც ტო! რაღა რუსთან წააგო
ხვალ 2 ჩემპიონი!!!