ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” შუახაზელის – ტიაგო ალკანტარას შეძენას ეცდება. ამის შესახებ ერთბაშად რამდენიმე ესპანური გამოცემა იუწყება.
საგულისხმოა, რომ ტიაგოს კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად მხოლოდ 18 მილიონი ევროა მითითებული, რაც ბევრი ევროპული კლუბის ინტერესს იწვევს. თუკი მსურველი კლუბი ამ თანხას გადაიხდის და ტიაგოც თანახმა იქნება, “ბარსელონას” ტრანსფერის ჩაშლის უფლება არ ექნება.
ცნობისათვის, “რეალის” გარდა, ტიაგოს გადაბირება “მანჩესტერ სიტის”, ლონდონის “ჩელსისა” და მიუნხენის “ბაიერნს” სურთ.