მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ახალგაზრდა გარემაბრის – რაჰიმ სტერლინგის შეძენით დაინტერესდა. “მირორის” ცნობით, “სამეფო კლუბი” 19 წლის ინგლისელში 25 მილიონ გირვანქას იხდის.
მადრიდელთა ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს პერიოდულად მუხლის პრობლემა აწუხებს და შესაძლოა, მომდევნო სეზონში, პორტუგალიელს არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწიოს. შესაბამისად, “რეალი” მისი პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “რეალი” “ლივერპულს” ოფიციალური სატრანსფერო წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავს.