მადრიდის “რეალი” “სევილიას” მარცხენაფლანგელის – ალბერტო მორენოს შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ მადრიდული პრესა იუწყება.
როგორც ირკვევა, “სამეფო კლუბი” 21 წლის მცველის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდება. მორენოს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, მადრიდელებმა ამხელა თანხა გადაიხადონ.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, მორენომ 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.







