მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნება სურს და ამისთვის მზადაა, მას ყოველწლიური ანაზღაურება გაუზარდოს.
Punto Pelota-ს ცნობით, მადრიდელები სერხიო რამოსს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ, რომელსაც ვადა 2017 წელს ეწურება. თუმცა, წყაროს ინფორმაციით, ეს ყველაფერი ერთი წლის შემდეგ მოხდება. კრიშტიანუ რონალდუს სიტუაციის მსგავსად, მოლაპარაკებები მოქმედი შეთანხმების ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე დაიწყება.
27 წლის რამოსის შეძენა ინგლისის “მანჩესტერ სიტისა” და ფრანგულ პსჟ-ს სურთ. ისინი ფეხბურთელის გადაბირებას მაღალი ანაზღაურებით ცდილობენ და მადრიდელები კონტრაქტის გახანგრძლივებით და ხელფასის გაზრდით, თავს იზღვევენ. მოცემული მომენტისთვის, რამოსის წლიური ანაზღაურება 5,5 მილიონი ევროა.