მადრიდის “რეალი” ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ლიდერისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის ახალი კონტრაქტის პირობების შეთავაზებას აპირებს.
რონალდუ “რეალში” 2009 წელს გადავიდა და მადრიდელებთან მან 6-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის ვადის გასვლამდე ჯერ კიდევ 3 წელია დარჩენილი, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების კიდევ 3 წლით გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა.
L’Equipe-ს ცნობით, რონალდუს აგენტი “რეალის” წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და მოლაპარაკებების პირველი ეტაპიც გაიმართა. როგორც ცნობილია, ამჟამად, პორტუგალიელი ხელფასის სახით ათ მილიონს იღებს და იგი ამ თანხის ცამეტ მილიონამდე გაზრდას ითხოვს.









