უახლოეს წლებში, მადრიდის “რეალი” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას არ გეგმავს. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გუნდი პორტუგალიელზე იქნება აწყობილი.
“არ ვიცი, რონალდუს პსჟ ეპატიჟება თუ არა. გასულ ზაფხულს, კრიშტიანუმ მითხრა, რომ თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა მისთვის ხალისი დამებრუნებინა. ცუდი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა ეს ისტორიას მიბარდა. მას შემდეგ, ბრწყინვალედ ათამაშდა. რონალდუ თანაგუნდელებისთვის ნამდვილი მაგალითია და პრობლემები არავისთან აქვს. კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესოა და მომავლის “რეალი” მასზე იქნება აწყობილი. მინდა, პორტუგალიელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს”, - უთხრა პერესმა ESPN-ს.