მადრიდის “რეალმა” სერხიო რამოსის მიერ “ბარსელონასთან” მიღებული წითელი ბარათის გასაჩივრება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
“ელ კლასიკოს” 64-ე წუთზე, როდესაც “რეალი” 3:2 იგებდა, ნეიმარის საჯარიმოში შესვლას მისი სერხიო რამოსთან მცირე კონტაქტი, თერთმეტმეტრიანი და ესპანელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. “რეალის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რამოსის წითელი ბარათი უსამართლო იყო და მათ საჩივარი უკვე შეიტანეს. მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ სადისციპლინო კომიტეტი ფეხბურთელს დისკვალიფიკაციას ოთხშაბათს სევილიაში გასამართ მატჩამდე მოუხსნის.
“სევილიასთან” გასამართ დაპირისპირებას აუცილებლად გამოტოვებს ანხელ დი მარია, რომელმაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა. “რეალი” არგენტინელის ყვითელ ბარათს არ გაასაჩივრებს.