მადრიდის "რეალი" სერბეთის ეროვნული ნაკრების ცენტრით მიროსლავ რადულიცათი დაინტერესდა. აღნიშნული ინფორმაცია eurobasket.com-ის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელმა გასული სეზონი "მილუოკი ბაქსში" გაატარა. მცირე ხნის წინ გაცვლის შედეგად, "ლოს ანჟელეს კლიპერსში" აღმოჩნდა, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაითხოვეს.
26 წლის რადულიცამ ბალკანელების მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ თამაშში წვლილი შეიტანა. ესპანეთში დასრულებულ ტურნირზე, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა სერბეთი 129:92 გაანადგურა. რადულიცამ აღნიშნულ ტურნირზე საშუალოდ 13 ქულა, 4.6 მოხსნა და 0.4 პასი დააგროვა.
გიორგი ბალახაძე