ფეხბურთი

20:47 | 15.08.2013 | ნანახია 5933 - ჯერ

,,რეალი" პრიმერა დივიზიონის მოგების ფავორიტია

ესპანური გამოცემა ,,მარკას" გამოკითხვის თანახმად, მადრიდის ,,რეალი", 2013/14 წლის სეზონში, პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული გახდება. კითხვაზე, თუ ვინ გახდება მომდევნო სეზონის ჩემპიონი, გამოკითხულთა 51%-მა მხარი კარლო ანჩელოტის “რეალს” დაუჭირა. 40%-ის აზრით ტატა მარტინოს გაწვრთნილი ,,ბარსელონა" გაიმარჯვებს. 5%-ი ,,მადრიდის ატლეტიკოს" ემხრობა, 4%-ს კი ,,ვალენსიის" გამარჯვების სჯერა. გამოკითხვაში მონაწილეობა 45500-ზე მეტმა ფეხბურთის გულშემატკივარმა მიიღო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:20 | 17.03.2014
kuta-isi (121)

მაგარი ხარ რიჩო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064098
5933