ზაფხულის სატრანსფერო სეზონში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის – პოლ პოგბას შეძენას ეცდება. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.
ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” 20 წლის ფრანგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად. პოგბას შეძენა “პარი სენ-ჟერმენსაც” სურს და დიდი ალბათობით, ნაკლებ თანხას არც პარიზელები ჩავლენ.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, პოგბამ “იუვენტუსის” შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლითა და 7 საგოლე პასით გამოირჩა.