მადრიდის “რეალი” იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს შეძენას გეგმავს.
Marca-ს ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა მზადაა 34 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.
პირლოს შეძენის ინიციატორი მადრიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია, რომელსაც ანდრეასთან ერთად “მილანში” უმუშავია. გასულ სეზონში ნახევარმცველმა “ბებერი ქალბატონის” მაისურით 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ხუთი გოლი გაიტანა.