მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსში” გასხვისებული ალვარო მორატას შემცვლელის ძიებაშია. მადრიდული მედიის ცნობით, “სამეფო კლუბი” “მანჩესტერ სიტის” ფორვარდ ალვარო ნეგრედოს უმიზნებს.
ნეგრედოსთვის ბრძოლაში, “რეალის” კონკურენტი მისივე თანაქალაქელი “ატლეტიკოა”. ესპანეთის ჩემპიონები ნეგრედოს შეძენას დიდი ხანი ცდილობდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში, ფორვარდთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს.
ცნობისათვის, ნეგრედომ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 9 გოლით გამოირჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ფეხბურთელები გაყიდა შარშან საუთემპტონმა და კიდე უფრო მაგრად ათამაშდა. ეგეთი ძლიერია ვითომ კუმანი?