ფეხბურთი

13:38 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” მზადაა სერხიო რამოსი 65 მილიონად გაყიდოს

 

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა, კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინიო პერესთან კონფლიქტის გამო, შესაძლოა გუნდი დატოვოს.

AS-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ ესპანეთის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის გასაშვებად მზადყოფნა გამოთქვა, ოღონდ მის მსურველ კლუბს 65 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

წყაროს ცნობით, პერესსა და რამოსს შორის კონფლიქტი აგვისტოს ბოლოს დაიწყო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ რამოსმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბის დატოვებით დაიმუქრა.

პარალელურად, რამოსის თამაშით უკმაყოფილოა გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი. უფრო კონკრეტულად, მას არ მოეწონა “გალათასარაისთან” 4:1 მოგებულ მატჩში სერხიოს ქმედება, რომელმაც მისი გაძევება გამოიწვია.

სერხიო რამოსს მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და ხელფასის სახით წელიწადში 5,5 მილიონ ევროს იღებს. მადრიდელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკების დაწყებას მხოლოდ 2015 წლის შემდეგ გეგმავდნენ. თავის მხრივ, “მანჩესტერ სიტი” და პსჟ მზად არიან რამოსს ხელფასის სახით 7,5 - 9 მილიონი ევრო გადაუხადონ.

0.114275