ფეხბურთი

18:31 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” მოურინიოს გათავისუფლების სანაცვლოდ 12 მილიონს მოითხოვს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსის” იმ შემთხვევაში გაწვრთნის, თუ ინგლისური კლუბის მესვეურები ესპანელ კოლეგებს კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა Daily Mail -ი იუწყება.

პორტუგალიელ სპეციალისტს “რეალთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და მისი ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, საკომპენსაციო თანხა 12 მილიონი გირვანქაა.

სხვათა შორის, მოურინიოსა და “რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შორის ჯენტლმენური შეთანხმება არსებობდა, რომლის თანახმად, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემთხვევაში, მწვრთნელს კლუბიდან კომპენსაციის გარეშე წასვლა შეეძლო.


თეგებიმოურინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111347