მადრიდის "რეალი" მზადაა ალვარო მორატასთან მოლაპარაკება დაიწყოს და მას გაუმჯობესებულ ახალ კონტრაქტს ჰპირდება.
ესპანელი ფეხბურთელით მილანის "ინტერი", "იუვენტუსი", "ნაპოლი", "დორტმუნდი" და "არსენალი" არიან დაინტერესებულნი. გასულ თვეს, მადრიდელთა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მორატა კლუბს სჭირდება და მის "რეალში" დარჩენას იმედოვნებს.
"რეალის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მორატასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესპანელი თავდამსხმელის ტრანსფერში, მსურველ კლუბს 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრიმერადივიზიონში "რეალის" მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე