ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–16 ტური სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოდგა. ქულები დაკარგა მადრიდის „რეალმა“, ამით კი, კატალონიის „ბარსელონამ“ ისარგებლა და მთავარ კონკურენტთან ქულათა სხვაობა გაზარდა. თანაც, ხერარდო მარტინოს გუნდი ერთპიროვნული ლიდერი გახდა (მეორეადგილოსანი „ატლეტიკო“ კვირას ითამაშებს).
საკმაოდ დაძაბული და რთული მატჩი ჰქონდა „რეალს“, რომელიც „ოსასუნას“ ესტუმრა და ქულის გადარჩენა მატჩის მიწურულსღა მოახერხა. ოსასუნელმა ორიოლ რიერამ „სამეფო კლუბს“ დუბლი შეუსრულა და თავის გუნდს ტაიმი მოაგებინა. ისიც უნდა ითქვას, რომ მადრიდელებმა ისკოს გოლის წყალობით ანგარიშში სხვაობა ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მოახერხეს, რამაც მატჩზე დიდი გავლენა იქონია. საბოლოოდ, პეპეს ზუსტმა თავურმა „რეალს“ ქულა მოუტანა – 2:2.
„სამეფო კლუბთან“ ქულათა სხვაობის გაზრდის შანსი გამოიყენა „ბარსელონამ“ – ხერარდო მარტინოს გუნდმა საშინაო არენაზე „ვილიარეალი“ დაამარცხა. ერთ–ერთი საუკეთესო იყო ნეიმარი, რომელმაც უკანასკნელ 2 შეხვედრაში 5 გოლს მოუყარა თავი. ანგარიში ბრაზილიელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში, სტუმართა მცველმა მუსაკიომ წონასწორობა აღადგინა.
68–ე წუთზე, ალექსის სანჩესმა ნეიმარი ცარიელი კარის წინ დატოვა და ბრაზილიელს მორიგი გოლის გატანა არ გასჭირვებია – 2:1.
„გრანადა“ „რაიო ვალიეკანოს“ ეწვია და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა, რისი წყალობითაც დამსახურებული 3 ქულა მოუტანა. რაც შეეხება „მალაგასა“ და „ხეტაფეს“ მატჩს, გადამწყვეტი როკე სანტა კრუსის გოლი გამოდგა – 1:0.
პამპლონა. „ელ სადარი“. 15000
ოსასუნა – რეალი 2:2 (2:1)
ოსასუნა: ფერნანდესი, ბერტრანი, არიბასი, ლოტიესი, დამია, ლოლო, სეხუდო, სილვა, არმენტეროსი (ლოე 81), ტორესი (სანხურხო 76), რიერა (ომვუ 85).
მწვრთნელი: ხავი გარსია
რეალი: ლოპესი, პეპე, რამოსი, მარსელო, კარვახალი, ბეილი (დი მარია 55), ალონსო, მოდრიჩი (ნაჩო 65), ისკო (ხესე 83), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 1:0 რიერა (16), 2:0 რიერა (39), 2:1 ისკო (45), 2:2 პეპე (80)
გაფრთხილება: არიბასი (11), სეხუდო (26), დამია (35), ტორესი (45), სილვა (75) – პეპე (20), რამოსი (32)
გაძევება: სილვა (80) – რამოსი (44)
კარში დარტყმა: 11 (7) – 17 (4) ჯარიმა: 9 - 14 კუთხური: 5 - 6 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 2 – 5
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 10800
რაიო – გრანადა 0:2 (0:1)
რაიო: რუბენი, ტიტო, გალეანო (მოხიკა 46), ნაჩო, ხალვესი, ტრასორასი, ბაენა (ფალკე 81), ვიერა (კასტილიო 76), ლარივეი, ბუენო, ბანგურა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გრანადა: რობერტო, ანგულო, მაინსი, მურილიო, ფულკე, იებდა (რესიო 54), იტურა, ბრაიმი, რიკო, პიტი (პერეირა 83), ელ–არაბი (რიკი 71).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 0:1 რიკო (35), 0:2 რიკი (89)
გაფრთხილება: ხალვესი (12), გალეანო (23), ნაჩო (37), კობენიო (43), ლარივეი (80) – პიტი (36), იებდა (45), ანგულო (75), რიკო (76)
გაძევება: ნაჩო (43)
კარში დარტყმა: 17 (8) – 13 (3) ჯარიმა: 20 - 21 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 4 - 6 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 1 – 8
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 66130
ბარსელონა – ვილიარეალი 2:1 (1:0)
ბარსელონა: პინტო, პიკე, ალბა, ბარტრა, მონტოია, ფაბრეგასი (სერხი რობერტო 87), ინიესტა, სონგი (ჩავი 62), ბუსკეტსი, სანჩესი (პედრო 83), ნეიმარი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, დორადო, გასპარი, ჰაუმე, პერესი (იოკიჩი 69), აკინო (პერეირა 74), გომესი (უჩე 64), პინა, ტრიხეროსი, დოს სანტოსი.
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
გოლი: 1:0 ნეიმარი (30), 1:1 მუსაკიო (48), 2:1 ნეიმარი (68)
გაფრთხილება: ნეიმარი (85) – ტრიხეროსი (38)
კარში დარტყმა: 13 (7) – 3 (1) ჯარიმა: 7 - 12 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 76% - 24% სეივი: 0 – 5
მალაგა. „ლა როსალედა“. 17000
მალაგა – ხეტაფე 1:0 (0:0)
მალაგა: კაბალიერო, ველიგტონი, ანტუნეში, სანჩესი, ხამესი, ელიზეუ (დუდა 69), ტისონე, კამაჩო, მორალესი (სანტა კრუსი 74), პორტილიო, ხუანმი (დარდერი 87).
მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი
ხეტაფე: მოია, რუანო, ლოპესი, ლაგო, აროიო (ლაფიტა 85), ლეონი, კასტრო, ლასენი (კოლუნგა 76), მოსკერა, სარაბია (გავილანი 70), მარიკა.
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გოლი: 1:0 სანტა კრუსი (75)
გაფრთხილება: ელიზეუ (54), დუდა (79), ხუანმი (82) – აროიო (21), ლოპესი (74)
კარში დარტყმა: 20 (4) – 6 (3) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 6 - 2 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 3 – 3