ბრაზილიური მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე – კეილორ ნავასი კარიერას მადრიდის “რეალში” განაგრძობს. “მარკას” ცნობით, მადრიდელები “ლევანტეს” ხელმძღვანელობას კოსტა რიკელის ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდნენ.
კეილორ ნავასის სანაცვლოდ, ვალენსიელები 10 მილიონ ევროს მიიღებენ. სამხრეთამერიკელი მადრიდელთა მაისურს უახლოეს პერიოდში მოირგებს.
აღსანიშნავია, რომ ნავასის ხილვა მიუნხენის “ბაიერნსა” და “პორტუსაც” სურდათ.