მადრიდის “რეალს” “მალაგას” ნახევარმცველის – ისკოს შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. Mარცა-ს ცნობით, “სამეფო კლუბი” ესპანელის სანაცვლოდ ხოსე კალეხონსა და 20 მილიონ ევროს იხდის.
შესაძლოა, მადრიდელებმა ამ შეთავაზებას ახალგაზრდული გუნდის წევრი ხესე როდრიგესიც დაამატონ. ჯერჯერობით, ანდალუსიელები პასუხისგან თავს იკავებენ. საგულისხმოა, რომ თავად ისკოს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგება სურს და ესპანელ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, მადრიდელებთან წინასწარ შეთანხმებასაც უკვე მიაღწია.
ცნობისათვის, ისკოს “მანჩესტერ სიტიც” ეპატიჟება, რომელიც ნახევარმცველში 35 მილიონ ევროს იხდის.