ფეხბურთი

1:57 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" იოლად იგებს, "ვალენსიამ" გამარჯვების გემო გაიხსენა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მეხუთე ტურის მორიგი მატჩები გაიმართა. "სანტიაგო ბერნაბეუზე", მადრიდის "რეალმა" "ხეტაფეს" უმასპინძლა და იოლ გამარჯვებას მიაღწია. მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა ლაფიტამ გახსნა. მადრიდელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს _ მე-19 წუთზე თავი პეპემ გამოიჩინა.

32-ე წუთზე რონალდუს მიერ შესრულებილი საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი საჯარიმოს შიგნით ცოცხალ კედელში მდგომ ერთ-ერთ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა, თერთმეტმეტრიანი დარტმა კი თავად შეასრულა და მადრიდელები დააწინაურა. 59-ე წუთზე, ისკო მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა _ 3:1. მატჩის დამატებული დროის ბოლო წამები მიმდინარეობდა, როდესაც ხედირამ რონალდუს საჯარიმოს სიღრმეში გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა ბრუნში ბურთს მიმართულება შეუცვალა და შესანიშნავი გოლით, საბოლოო ანგარიში, 4:1 დააფიქსირა.

"ვალენსიამ" პრიმერაში ზედიზედ სამმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ, გამარჯვებას გემო კვლავ გაუგო. მიროსლავ ჯუკიჩის შეგირდებმა, "მესტალიაზე" "სევილიას" უმასპინძლეს და 3:1 მოიგეს. 32-ე წუთზე, "ღამურების" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟონასმა, შეხვედრაში ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში, პსჟ-ს ყოფილმა ფორვარდმა გამეირომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 73-ე წუთზე ჟონასმა დუბლი მიითვალა. 82 წუთზე კი, რუიზმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ბეტისი" _ "გრანადასა" და "სელტა" _ "ვილიარეალის" შეხვედრებში უგოლო ფრეები დაფიქსირდა. 

  

სევილია. "ბენიტო ვილიამარინი". 30 000 

ბეტისი _ გრანადა 0:0 (0:0)

ბეტისი: სარა, ნაჩო, ამაია, პაულანი, ჩიკა, მატილია, ტორესი, ხუანფრანი, სევილია (ვერდუ 77), ვადილიო (როდრიგეს კარბალიო 50), მოლინა (ჩედრიკი 72).  

მწვრთნელი: პეპე მელი 

გრანადა: ფერნანდესი, ნიომი, დიაკატე, მურილიო, ანგულო, რესიო, იტურა, პერეირა (ბრაჰიმი 61), ნუონანოტე (იებდა 79), გარსია რივერა (ბენიტესი 66), ელ არაბი. 

მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი 

გაფრთხილება: ჩიკა (12), ამაია (40), პაულანი (59), ნაჩო (62) _ რესიო

ბურთის ფლობა: 55%_45% კარში დარტყმა: 19 (6) _ 4 (1) კუთხური: 5 _ 3 თამაშგარე: 2 _ 3 სეივი: 1 _ 6 ჯარიმა: 13 _ 11

 

ვიგო. "ბალაიდოსი".

სელტა _ ვილიარეალი 0:0 (0:0)

სელტა: როდრიგესი, ტონი, აურტენეხე, კოსტასი, მალიო, ფონტასი, ლოპესი (ორელიანა 76), ფერნანდესი (კრონ-დელი 63), მინა (ნოლიტო 58), რაფინია, შარლესი. 

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, მუსაკიო, დორადო, ხაუმე, სორიანო, ტრიგუეროსი (პინა 58), აქუინო, კანი (პერეზი 68), დოს სანტოსი (პერბეტი 77), პერეირა. 

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი 

გაფრთხილება: ლოპესი (38), აურტენეხე (54), კოსტასი (75), რაფინია (84), მალიო (90+1) _ სორიანო (48)

ბურთის ფლობა: 55%_45% კარში დარტყმა: 5 (1) _ 12 (4) კუთხური: 2 _ 6 თამაშგარე: 1 _ 6 სეივი: 4 _ 1 ჯარიმა: 14 _ 13

 

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 75 400

რეალი _ ხეტაფე 3:1 (2:1)

რეალი: ლოპესი, არბელოა, ნაჩო, პეპე, კარვახალი, ხედირა, ილარამენდი (მოდრიჩი 78), დი მარია, ისკო (ხესე როდრიგესი 84), რონალდუ, ბენზემა (მორატა 80). 

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ხეტაფე: მოია, აროიო (რაფა 70), ლოპესი, ალექსისი, ესკუდერო (ლაგო 46), მიშელი, მოსკუერა, ლეონი, ლაფიტა (სარაბია 45+1), კასტრო, მიკუ. 

მწვრთნელი: ლუის გარსია პლაზა

გოლი: 0:1 ლაფიტა (5), 1:1 პეპე (19), 2:1 რონალდუ პენ. (33), 3:1 ისკო (59), 4:1 რონალდო (90+3).

გაფრთხილება: კარვახალი (43) _ ალექსისი (31), მიშელი (33), ლეონი (77)

გაძევება: მიშელი (85)

ბურთის ფლობა: 63%_37% კარში დარტყმა: 28 (10) _ 6 (4) კუთხური: 8 _ 4 თამაშგარე: 5 _ 1 სეივი: 3 _ 6 ჯარიმა: 13 _ 15

 

ვალენსია. "მესტალია". 45 000

ვალენსია _ სევილია 3:1 (1:0)

ვალენსია: ალვეში, გუარდადო, კოშტა (რუიზი 58), რამი, პერეირა, კარტაბია, ფუეგო, ჟონასი (კანალესი 78), ბანეგა, პაბონი (ბერნატი 71), პოშტიგა. 

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი 

სევილია: ბასტოს პიმპარელი, კოკე, კალა, ნავარო, ალბერტო, მბია (ბაკა 76), სამპერიო, მარინი, რაკიტიჩი, ვიტოლო, გამეირო (კრისტოფორო 63). 

მწვრთნელი: უნაი ემერი 

გოლი: 1:0 ჟონასი (32), 1:1 გამეირო (52), 2:1 ჟონასი (74), 3:1 რუიზი (82)

აფრთხილება: ჟონასი (38) _ კალა (89)

ბურთის ფლობა: 53%_47% კარში დარტყმა: 24 (6) _ 9 (3) კუთხური: 8 _ 8 თამაშგარე: 0 _ 3 სეივი: 2 _ 3 ჯარიმა: 15 _ 12

 

გიორგი ბალახაძე

0.168394