მადრიდის “რეალი” ბასკი ნახევარმცველის, ასიერ ილიარამენდის “ნაპოლიში” განათხოვრებას გეგმავს. ამ ინფორმაციას იტალიური Il Mattino ავრცელებს.
იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, მადრიდელებს სურთ 24 წლის შუახაზელმა მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს და ამ მიზნით ისინი ფეხბურთელის “ნაპოლიში” განათხოვრებას აპირებენ. “რეალის” წარმომადგენლებმა ნეაპოლელებს წინადადებით უკვე მიმართეს. ივარაუდება, რომ რაფაელ ბენიტესი გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის დასრულების შემდეგ მიიღებს.
ასიერ ილიარამენდი “სოსიედადიდან” “რეალში” გასულ ზაფხულში, 32 მილიონ ევროდ გადავიდა. ესპანეთის ჩემპიონატში მან 29 თამაში ჩაატარა (15 სასტარტო შემადგენლობაში), 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.