ფეხბურთი

15:16 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ფორვარდებს იტალიაში ეძებს

მადრიდის “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ახალგაზრდა ფორვარდ ალვარო მორატას გაყიდის და მის შემცვლელს იტალიის ჩემპიონატიდან ჩაიყვანს. ესპანური მედიის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” სატრანსფერო სიაში “რომას” თავდამსხმელი მატია დესტრო და “სასუოლოს” შემტევი დომენიკო ბერარდი არიან.

მადრიდელთათვის პრიორიტეტული დესტროს კანდიდატურაა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, 20 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი მიითვალა.

მის ალტერნატივად ბერარდი განიხილება. მისი სატრანსფერო უფლებების ნაწილს ტურინის “იუვენტუსი” ფლობს.

 

0.116777