მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა კიევის “დინამოს” ავსტრიელი მცველის - ალექსანდარ დრაგოვიჩის შეძებით დაინტერესდა.
Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელის შეძენით ესპანელები დაცვის ცენტრში კონკურენციის გაზრდას ვარაუდობენ, სადაც მოცემულ მომენტში სერხიო რამოსს, პეპეს და რაფაელ ვარანს ალტერნატივა არ ჰყავთ.
უფრო ადრე დრაგოვიჩის მიმართ ინტერესი “ბარსელონამ” გამოიჩინა, რომელიც ავსტრიელში კარლეს პუიოლის შემცვლელს ხედავს. “ბაზელის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც უკრაინულ გრანდში 2013 წლის ზაფხულში გადავიდა, უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხჯერ დაისაჯა ყვითელი ბარათით.







