მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია მიმდინარე სატრანსფერო სეზონში გარემოს გამოცვლას გეგმავს და “სამეფო კლუბიც” მისი შემცვლელის ძიებაშია. მადრიდული მედიის ცნობით, არგენტინელის შემცვლელად კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი განიხილება.
ხამეს როდრიგესი, რომელიც “მონაკოს” საკუთრება გახლავთ, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ირჯება და ბომბარდირთა დავას 5 გოლით ლიდერობს. ასეთი თამაშით, კოლუმბიელმა არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ერთ-ერთი კი, სწორედ მადრიდის “რეალია”.
რამდენადაც ცნობილია, მადრიდელები დი მარიას 50 მილიონ ევროდ აფასებენ.