გარეთ ბეილის შეძენის შემდეგ, მადრიდის “რეალი” არგენტინელი ნახევარმცველის - ანხელ დი მარიას გაყიდვას გეგმავს და ამ ტრანსფერით 40 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს.
Marca-ს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის შეძენა “არსენალს”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და პსჟ-ს სურთ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დი მარიას გასხვისებას კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს და არა გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი. იტალიელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ ანხელთან მუშაობის წინააღმდეგი არაა, თუმცა, განსაკუთრებით ბეილის შეძენის შემდეგ, დი მარიას ხშირად თამაშის საშუალება ალბათ აღარ მიეცემა.
გარდა არგენტინელისა, “სამეფო კლუბი” ფაბიუ კოენტრაუს გასხვისებასაც აპირებს. მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გადახდას “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” გეგმავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია ბიჭებო, გრიგოლეთის ბაზის რემონტიც დაწყებულია, ისე კარგი იქნება ერთ ორ სიტყვას ბაზაზეც თუ დაწერთ და სურათებსაც შემოგვთავაზებთ
სათაურშივე აღგეღნიშნათ ხობის კოლხეთი რომ იყო, ბევრს ფოთის ეგონებოდა არ გადმოვიდოდა და :/
ადმინ რა იდუმალი ხარ, ვიფიქრე ფოთის კოლხეთი და კინაღამ დავიჯერე...