ფეხბურთი

18:24 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” და “არსენალი” გლენ ჯონსონისთვის იბრძოლებენ

 

ინგლისის “ლივერპულის” მცველმა გლენ ჯონსონმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს და კარეირა ლონდონში, ან ესპანეთში გააგრძელოს.

The Telegraph-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” 29 წლის ფეხბურთელის გარშემო შექმნილ სიტუაციას აკვირდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მერსისაიდელებს მისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეუთავაზებიათ.

ჯონსონს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება. “სამეფო კლუბი” წინააღმდეგი არ იქნება მისი შეძენისა, რომელიც ალვარო არბელოას შესაძლო შემცვლელად მოიაზრება. გარდა ამისა, მცველის მიმართ დაინტერესებას ლონდონის “არსენალიც” იჩენს. თუ მათ ბაკარი სანიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაშინ არსენ ვენგერი მის ჩანაცვლებას ჯონსონით ეცდება.

0.111909