ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მადრიდის “რეალმა” და მეკარე ანტონიო ადანმა კონტრაქტი გაწყვიტეს. ამ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური საიტი ადასტურებს.
ამგვარად, 26 წლის ადანი თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის მოძებნას უპრობლემოდ შეძლებს. მოგეხსენებათ, “რეალში” მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა – დიეგო ლოპესი თამაშობს, იკერ კასილიასი კი, სათადარიგოთა სკამზეა. შესაბამისად, ადანს თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდა.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, ადანმა “რეალის” კარი 3 მატჩში დაიცვა და 6 გოლი გაუშვა.