როგორც ჩანს, ვეტერანი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალს” დატოვებს.
AS-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას აგრძნობინა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას (რომელსაც ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება) არ აპირებს.
მადრიდელები ალონსოს დაყოლიებას კიდევ შეეცდებიან, მაგრამ მათი განწყობა პესიმისტურია. ამრიგად, ესპანელს ახალ კლუბთან მოლაპარაკების წამოწყება უკვე 1 იანვრიდან შეეძლება.