მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა კარიმ ბენზემას გაყიდვის წინააღმდეგი არაა. ესპანური მედიის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფრანგ მეგოლესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა.
როგორც ირკვევა, პერესი “ლივერპულის” ფორვარდ ლუის სუარესს უმიზნებს და ურუგვაელის ირგვლივ შექმნილ ვითარებას დეტალურად აკვირდება. თუკი მადრიდელებს სუარესის შეძენის შანსი მიეცემათ, ბენზემა გაიყიდება.
ცნობისათვის, 26 წლის ბენზემამ გასულ სეზონში მადრიდელთა მაისურით 52 მატჩი ჩაატარა და 24 გოლის ავტორი გახდა.