ფეხბურთი

18:08 | 12.10.2013 | ნანახია 1274 - ჯერ

“რეალი” ბეილის ტრავმას უარყოფს

 

მადრიდის “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც გარეთ ბეილის ტრავმასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყოფილია.

დღეს, მადრიდულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბეილს მალთაშორისი თიაქარი დაუდგინეს და თუ უელსელს ოპერაცია დასჭირდა, მას ხანგრძლივი დროით უქმობა ემუქრება. როგორც ირკვევა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გთავაზობთ, “რეალის” ოფიციალურ განცხადებას:

“დღეს, Marca-ში, ბეილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოთ, გვსურს გაუწყოთ, რომ :

  1. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბეილს L5 და S1 მალებს შორის თიაქარი აქვს, ასევე ცნობა, თითქოს მისი კიდევ 2 მალა დეფორმირებულია, სიცრუეა.
  2. კლუბის სამედიცინო პერსონალმა ჟურნალისტებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებამდე განუცხადა, რომ ბეილს თიაქარი არ აქვს. გასაკვირია, რომ ექიმების პრესისთვის 10 ოქტომბერს მიწოდებული ცნობები გამოქვეყნებული არაა.
  3. გარეთ ბეილს ერთ-ერთი მალის ქრონიკული დაზიანება აქვს, რომელიც სერიოზული არაა. მსგავსი დაზიანება ფეხბურთში საკმაოდ გავრცელებულია და ის ბეილს ნორმალურ რეჟიმში მუშაობასა და პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ხელს ვერ შეუშლის.” 

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:09 | 01.06.2014
xxxxxxxxxxxxxxxxxxxx (1031)

მიდი და ამას გაუბედე შენი ადგილი კუხნაშია და იქ იტრიალეო

17:56 | 01.06.2014
Qutaiso (19)

მოიგო უკვე იპონი შემოჭვა

17:38 | 01.06.2014
Qutaiso (19)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg')>0?'https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg':'https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg'))

17:27 | 01.06.2014
milanis mudmivi pani (88)

ლინკი არ არის?

17:23 | 01.06.2014
Qutaiso (19)

რა ხვადაგი ვინმე ყოფილა ეს სტამი?

17:19 | 01.06.2014
milanis mudmivi pani (88)

დადეტ რა ლინკი დზმურატ

17:06 | 01.06.2014
fotoni2 (607)

ფარგიც დაუგდია სტამს და ფინალშია ასე რაა. პირველად ვნახე ქალს გაემართლებინოს ჩვენთვის!

16:43 | 01.06.2014
padoini96 (396)

როდისაა ნეტა სტამის სხვატკა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06922
1274