მას შემდეგ, რაც ლონდონის “ტოტენჰემის” პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ ნახევარმცველ გარეტ ბეილის სატრანსფერო თანხად 120 მილიონი ევრო დაასახელა, ყველა ელოდა, რომ მადრიდის “რეალი” ჩანაფიქრზე ხელს აიღებდა, მაგრამ “სამეფო კლუბი” 24 წლის უელსელის გადაბირებაზე ფიქრს მაინც არ ეშვება.
AS-ის ცნობით, მადრიდელებმა გამოსავალი ნახეს და ინგლისელებს ბეილის სანაცვლოდ 60 მილიონს ფულად სთავაზობენ, დარჩენილი თანხის დასაფარად კი, მზად არიან “ტოტენჰემში” ანხელ დი მარია და ფაბიუ კოენტრაუ გაუშვან.
არსებობს სათადარიგო ვარიანტიც, რომლის თანახმადაც “რეალი” 100 მილიონს ფულად გადაიხდის და “ტოტენჰემს” ზემოთნახსენები ფეხბურთელებიდან ერთ-ერთს დაუთმობს.