ფეხბურთი

5:49 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ „ატლეტიკოს“ წამოეწია

მადრიდის „რეალმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ოსასუნა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და გათამაშების ლიდერ „ატლეტიკოსთან“ ქულათა სხვაობა, ჯერჯერობით, შეამცირა. „სამეფო კლუბი“ მეტოქესთან დიდ სათამაშჴ უპირატესობას ფლობდა, რაც ტაბლოზეც ნათლად აისახა.

მასპინძლები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ - კრიშტიანუ რონალდუმ შორი მანძილიდან დაჰკრა და ძალზე ეფექტური გოლი მიითვალა. ამის შემდეგ, „რეალს“ გარკვეული ხნით პაუზა გამოუვიდა და მეორე ტაიმამდე, ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლო. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა რონალდუმ საჯარიმოს მისადგომებიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია - 2:0.

მე-60 წუთზე, შეტევაში ჩართულმა სერხიო რამოსმა ზუსტი თავურით აიღო „ოსასუნას“ კარი და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მატჩში წერტილი დანიელ კარვახალმა, ასევე თავური დარტყმით დასვა - 4:0.

დიდი ანგარიშით იმარჯვა „რაიო ვალიეკანომაც“, რომელმაც საგარეო მატჩში „გრანადა“ დაამარცხა. მადრიდელებმა მასპინძლებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მინიმალური ანგარიშებით იმარჯვეს „ხეტაფემ“ და „სოსიედადმა“, რომელთაც, შესაბამისად, „მალაგა“ და „ბეტისი“ დაამარცხეს. წითელ-ყვითელი ბარათებით დატვირთულ „ხეტაფესა“ და „მალაგას“ მატჩში, გადამწყვეტი ადრიან კოლუნგას გოლი გამოდგა. რაც შეეხება „სოსიედადს“, სან სებასტიანელებმა მექსიკელი კარლოს ველას პენალტით იმარჯვეს. უკვე გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან, „ბეტისი“ სეგუნდა დივიზიონში იასპარეზებს.

 

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 21500

გრანადა - რაიო 0:3 (0:0) 

გრანადა: კარნეზისი, ანგულო, ნიომი (იგალო 75), მურილიო, ილორი, იტურა, ბრაიმი, რიკო, რესიო (რიკო 55), პიტი, ელ-არაბი.

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

რაიო: რუბენი, კაშტრუ, არბილია, ნაჩო, ხალვესი (ბაენა 68), ტრასორასი, საული, ფალკე, ლარივეი, ბუენო (ფერნანდესი 65), როჩინა (გონსალესი 76).

 წვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: 0:1 საული (54), 0:2 ლარივეი (59), 0:3 ფერნანდესი (87)

გაფრთხილება: რესიო (36), ბრაიმი (41), ელ-არაბი (83) - ნაჩო (15), კაშტრუ (37), რუბენი (41), როჩინა (63)

გაძევება: ბრაიმი (51)

კარში დარტყმა: 12 (1) – 16 (7) ჯარიმა: 14 - 9 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 29% - 71% სეივი: 4 – 1

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 66000

რეალი - ოსასუნა 4:0 (1:0) 

რეალი: ლოპესი, რამოსი, მარსელო, ნაჩო, ვარანი, მოდრიჩი (ალონსო 67), დი მარია (კარვახალი 74), ილიარამენდი, ისკო, რონალდუ (კაზემირო 62), მორატა.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ფლანიო, ორიოლი, არიბასი, პუნიალი, დე ლას კუევასი, არმენტეროსი (ლობატო 77), სეხუდო, ლოე (სანხურხო 59), რიერა (აკუნია 63).

 წვრთნელი: ხავი გრასია

გოლი: 1:0 რონალდუ (6), 2:0 რონალდუ (52), 3:0 რამოსი (60), 4:0 კარვახალი (83)

კარში დარტყმა: 20 (10) – 6 (0) ჯარიმა: 10 - 8 კუთხური: 7 - 7 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 0 – 6

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“.

ხეტაფე - მალაგა 1:0 (1:0)

ხეტაფე: სეზარი (კოდინა 90), ვალერა, ლ.ლოპესი, რ.ლოპესი, ესკუდერო, გავილანი (ლეონი 49), როდრიგესი, ლასენი, სარაბია (ბორხა 66), კოლუნგა, მარიკა.

მწვრთნელი: კოზმინ კონტრა

მალაგა: კაბალიერო, ხამესი, ანხელერი, ანტუნეში (ელიზეუ 68), ფლავიუ, პორტილიო (იაკოვენკო 58), დარდერი (ხუანმი 46), კამაჩო, დუდა, სამუ, სანტა კრუსი.

 წვრთნელი: ბერნდ შუსტერი

გოლი: 1:0 კოლუნგა (8)

გაფრთხილება: მარიკა (12), გავილანი (37), კოლუნგა (44), ლასენი (70), ესკუდერო (79), ლოპესი (85), ლეონი (88) - ანხელერი (40), ელიზეუ (69), იაკოვენკო (86), ხამესი (90)

გაძევება: მარიკა (37) - ანხელერი (76)

კარში დარტყმა: 8 (3) – 12 (2) ჯარიმა: 14 - 22 კუთხური: 4 - 7 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 31% - 69% სეივი: 2 – 2

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 20600

ბეტისი - სოსიედადი 0:1 (0:0)

ბეტისი: ადანი, პერკისი, ჩიკა, ფიგერასი, ნ’დიაიე, რეიესი (სებალოსი 81), ხუანფრანი, კარლოსი (მოლინა 74), როდრიგესი, კასტრო, გარსია (ბაპტიშტაუ 59).

მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი

სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, ი.მარტინესი, სალდუა, სურუტუსა, ბერგარა, კანალესი (ელუსტონდო 75), გრიზმანი, აგირეჩე (სეფეროვიჩი 65), ველა (პრიეტო 88).

 წვრთნელი: ჰაგობა არასატე

გოლი: 0:1 ველა (48პ.)

გაფრთხილება: კარლოსი (30), როდრიგესი (38)

კარში დარტყმა: 14 (2) – 9 (3) ჯარიმა: 11 - 16 კუთხური: 8 - 8 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115996