ფეხბურთი

13:14 | 6.10.2013 | ნანახია 0 - ჯერ

“რეალი” აგუეროს ტრანსფერს გეგმავს

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო შეიძლება ზამთრის სატრანსფერო სეზონზე “რეალში” გადავიდეს. The Guardian-ის ცნობით, მადრიდელები არგენტინელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად აქტიურად მუშაობენ, რადგან გუნდის ძირითადი ფორვარდი ქარიმ ბენზემა შედეგიანად ვერ თამაშობს.

“მანჩესტერში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. მხოლოდ “სიტიზე” ვფიქრობ და ამ გუნდიდან არსად გადასვლა არ მინდა. ინგლისში ოჯახიც ჩამოვიყვანე და ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს” – უთხრა ახლახან აგუერომ ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას, მაგრამ “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა სასურველი ტრანსფერის განხორციელების იმედს მაინც არ კარგავს.

 


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066689
სარეკლამო ადგილი - 99
X x X