ფეხბურთი

15:24 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალ სოსიედადს” გრანერო დიდი ხნით გამოაკლდა

სან სებასტიანის “რეალ სოსიედადს” ნახევარმცველი ესტებან გრანერო მომავალ წლამდე ვეღარ დაეხმარება. Football Espana-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელმა დღეს ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა. ტრავმა კი მან სამი კვირის წინ მიიღო.

მედიკოსები სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობაზე ჯერ არაფერს ამბობენ. კლუბის სამწვრთნელო შტაბის განცხადებით კი, ნახევარმცველის მინდორზე დაბრუნებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება. მიმდინარე სეზონში ესტებან გრანერომ პრიმერა დივიზიონში სამი მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

 

0.105215