ფეხბურთი

11:35 | 28.07.2013 | ნანახია 2711 - ჯერ

რაული “შალკეს” დუბლით დაემშვიდობა

 

უკვე ერთი წელია, რაც ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი რაული გელზენკირხენის “შალკეში” აღარ ირიცხება, მაგრამ გერმანულ კლუბთან გამოსამშვიდობებელი მატჩი ახლაღა გამართა და დუბლი მიითვალა.

36 წლის ფეხბურთელი გასული სეზონის წინ ყატარის “ალ-სადში” გადავიდა, შაბათს ყატარელები გერმანიას ესტუმრნენ და “შალკეს” საშინაო არენაზე მასპინძლებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. ესპანელი პირველი ტაიმში “ალ-სადის” შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძელთა რიგებში გადაინაცვლა.

“შალკემ” ყატარელებს 9:0 სძლია და რაულმა დუბლი მიითვალა. მან გოლები 65-ე და 70-ე წუთებზე გაიტანა. მატჩის მიწურულს, როდესაც ის შეცვალეს, ტრიბუნაზე შეკრებილმა 62 ათასმა მაყურებელმა ესპანელი აპლოდისმენტებით გააცილა.

22 აგვისტოს რაულისა და “ალ-სადის” მონაწილეობით კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ამ დღეს ყატარული კლუბი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალს” ეთამაშება, რომლის შემადგენლობაშიც ვეტერანმა ფორვარდმა 16 წელიწადი გაატარა. რაული ამჯერად ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო-თითო ტაიმს ჩაატარებს. რაული “სამეფო კლუბის” რეკორდსმენია გატანილი გოლების რაოდენობით. მის ანგარიშზე 323 ზუსტი დარტყმაა.

 


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:43 | 28.07.2013
kelbo (7279)

აუ 22 აგვისტოო, მე მეგონა დღეს იყო

20:43 | 28.07.2013
kelbo (7279)

ვააახ ბლია... დროზე ლივეტვ!!!!!!!!!!!

19:55 | 28.07.2013
xmaltevza (102)

საიდან ეს საინტერესო სტატისტიკა 221 გოლი აქ რეალის მაისურით გატანილი

14:34 | 29.07.2013
kelbo (7279)

221 კი არა, 228... და ეგ არი გოლები მარტო ლა ლიგაში გატანილი... 323 არი ყველა ტურნირზე

15:52 | 28.07.2013
emigranti77 (33455)

კლიენტს შალკეში ცხრაჯელ მოუწყვეს გაცილება და რიალში არცერხელ

13:57 | 28.07.2013
fc_torpedo (119)

მართლა არ მყვარებია ასე ფეხბურთელი რაც ფეხბურთს ვუყურებ სულ ამას ვგულშემატკივრობდი მაგარი კაცი მართლა ლეგენდაა

13:13 | 28.07.2013
tengoroma (4673)

კლ

13:07 | 28.07.2013
M.U 2013 are awesome!!! (2951)

"მტრის" ბანაკში ასე ფეხბურთელი არ მყვარებია... მალდინი, რაული, ზანეტი ჩემი სამეული უდიდესი კაპიტნების!!!

12:41 | 28.07.2013
mismine (1900)

მაინც რა უნამუსო გუნდია ეს რეალი. თვით შალკემ ამოიღო 7 ნომერი და რაულს დაუტოვა სამუდამოდ. რაული რეალისგან ამას ნამდვილად იმსახურებს! ჩემი აზრით რეალს ესეთი ლეგენდა არც ჰყოლია. არც ბუტრაგენიო, არც სანჩესი არც დი სტეფანო ასეთი დონის არ იყვნენ

20:48 | 28.07.2013
kelbo (7279)

შალკესგან 7 ნომრის ამოღება ტინგიცობა იყო ჩემი აზრით და მეტი არაფერი...
7 ნომერს რეალი თუ გააუქმებდა ეგ იქნებოდა დამსახურებული დაფასება...

13:55 | 28.07.2013
GiGa.Rm (279)

დი სტეფანოზე მაგას ნუ იტყვი! არ მინდა რო შევადარო მარა დი სტეფანო მარტო რეალის არა მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავი იყო! ტიპმა ყველაფერი მოაგებინა რეალს! და მაგ ნომრის ამოღებაზე დიდი სისულელე არ არსებობს ჩემი აზრით კიდე! ბრაზილიის ნაკრებს რამდენი ლეგენდა ყავდა ყველა ნომერი რო ამოიღონ 76 და 87 ებით ითამაშებენ მერე? კაი რა! მიღებულია რო 1 დან 25 მდე უნდა იყოს და ეგ არი სწორი!

17:41 | 28.07.2013
M.U 2013 are awesome!!! (2951)

ნაკერებში ნომრების ამოღება არ შეიძლება, ფიფა კრძალავს და კლუბში არაფერი არ უშლით ხელს

12:19 | 28.07.2013
Sergio Ramos-CR7 (12995)

სულ მალეს ეს ისევ მოირგებს რეალის მაისურს

12:06 | 28.07.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

რა დროს ეს არის...

12:05 | 28.07.2013
linkin-park (3179)

რონალდომ 7 ნომერი რო არ ათხოვოს მაგარი გამიტყდება

12:04 | 28.07.2013
berodaviti (4285)

გერმანელებმა როგორც ყოველთვის იციან პატივისცემა და ამით დაანამუსეს რეალი, რომელიც ამდენი ხანია ვერ ხვდება როგორ მოექცეს ლეგენდებს, ალბათ ყატარმა უფრო იაქტიურა თავისი ფინანსების გათვალისწინებით, მაგრამ ჭეშმარიტი მადრიდისტები გაიხარებენ "სჯობს გვიან ვიდრე არასდროს"...

12:02 | 28.07.2013
QinQishoy (34)

რეალის ლეგენდა და კარგი ადამიანი!!!

12:00 | 28.07.2013
interista (308)

იგივეა რაც მილანისთვის მალდინი და ინტერისთვის ძანეტი , ამას კარიერა აუცილებლათ რეალში უნდა დაესრულებინა თუმცა უსამართლობაც ბევრი ხდება დღევანდელ ფეხბურთში თუნდაც დელ პიეროს მაგალითი ავიღოთ.

11:53 | 28.07.2013
laciosErtguli (3640)

უდიდესი ფეხბურთელი, უდიდესი კაპიტანი და უდიდესი პიროვნება როგორც სტადიონზე ისე მის გარეთ, ასეთი ფეხბურთელი იშვიათობაა. თუ რაულმა მწვრთნელობა მოინდომა არ აცდება რეალის გაწვრთნა. ისე რეალის უსამართლო უფროსობა მ....ნ

11:44 | 28.07.2013
sanika989 (234)

ბედნიერებაა რო ელ კაპიტანოს კიდევ ერტხელ ვიხილავთ მშობლიური მაისურით

11:40 | 28.07.2013
sandrinio10 (1411)

რაულიტო მაგარი ფეხბურთელი და "რეალის" უმადური დე.... ვატ.....

0.127502