შესაძლოა, ყატარული “ალ სადის” ვეტერანი ფორვარდი რაულ გონსალეს ბლანკო ამერიკულ MLS-ში გადაბარგდეს. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
უკანასკნელ პერიოდში, რაულს ხშირი ტრავმიანობა დაეწყო და არაა გამორიცხული, კარიერის დასრულებაზეც დაფიქრდეს. 36 წლის ესპანელს ყატარელებთან კონტრაქტი 2015 წლის იანვარში ეწურება და თუ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს, აშშ-ში გადაბარგდება.
შეგახსენებთ, რომ რაული “ალ სადში” გელზენკირხენის “შალკედან” გადაბარგდა და ყატარელთა კაპიტანი გახდა.