მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა რაულ გარსიამ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას მადრიდული კლუბი ოფიციალურ საიტზე ადასტურებს.
“შეთანხმებით კმაყოფილი ვარ. კონტრაქტის გახანგრძლივება ორივე მხარის სურვილი იყო, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ. ძველებური თამაში უნდა განვაგრძო და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. საქმე კარგად მიდის და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება”, - განაცხადა 27 წლის ესპანელმა.
აღსანიშნავია, რომ რაულ გარსია “ატლეტიკოში” 2007 წლიდან თამაშობს. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ნახევარმცველმა 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი მიითვალა.