ფეხბურთი

12:18 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაულ ალბიოლი “ნაპოლისკენ” მიიწევს

მადრიდის “რეალის” მცველი რაულ ალბიოლი იტალიურ “ნაპოლიში” გეგმავს გადაბარგებს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ესპანელის სანაცვლოდ, ნეაპოლელები მადრიდელებს 12 მილიონ ევროს გადაუხდიან.

მოგეხსენებათ, ალბიოლმა უკანასკნელი 4 სეზონი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაატარა, მანამდე კი, “ვალენსიასა” და “ხეტაფეში” ასპარეზობდა. ესპანელმა ეროვნული ნაკრების მაისურით 40 მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “ნაპოლიმ” “რეალისგან” ერთი ფეხბურთელი – ხოსე კალიეხონი უკვე შეიძინა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112771