ფეხბურთი

11:50 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რატკო დოსტანიჩი ბერძნულ "ვერიაში" დაინიშნა

სერბი მწვრთნელი რატკო დოსტანიჩი ბერძნული "ვერიას" მთავარი მწვრთნელი გახდა. ეს კლუბი საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ბოლო, მე-18 ადგილზეა და როგორც ჩანს, მშველელად სწორედ დოსტანიჩი ესახებათ.

54 წლის სერბმა საქართველოში დიდხანს ვერ იმუშავა: ზაფხულში დაინიშნა "ზესტაფონში" და სამიოდე კვირის წინ მოხსნეს ცუდი შედეგის გამო. როგორც ხედავთ, დოსტანიჩი დიდხანს არ დარჩა უმუშევრად.

0.120689