“ნიუ იორკ ნიქსის” ცენტრი რაშიდ უოლესი, უახლოეს პერიოდში მარცხენა ფეხის ტერფზე ოპერაციას გაიკეთებს და 2 თვის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება საკუთარ გუნდს, – იუწყება The New York Times.
დეკემბერში მედიკოსებმა “შიდის” მარცხენა ფეხის ტერფის ტრავმა დაუდგინეს. თებერვალში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა, თუმცა ტკივილებმა ისევ იჩინეს თავი და 38 წლის სპორტსმენი იძულებულია ოპერაცია გაიკეთოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, რაშიდ უოლესმა 20 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ აგროვებდა 7,2 ქულას და 4,2 მოხსნას.