“ოკლაჰომას” გამთამაშებელი რასელ ვესტბრუკი უახლოეს პერიოდში მარჯვენა მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს – იტყობინება NBA.com. 24 წლის კალათბურთელს მენისკის ტრავმა აწუხებს.
ვესტბრუკმა დაზიანება “ჰიუსტონთან” საპლეიოფო დაპირისპირების მეორე მატჩის მეორე მეოთხედში მიიღო. კალათბურთელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ რასელს ნბა-ს 5 წლიან კარიერაში აქამდე არცერთი მატჩი არ ქონდა გამოტოვებული.