ფეხბურთი

0:15 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რას უპასუხებს “დინამო” “სიონს”?

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართება. “დინამო” “სიონთან” ახლახან საშინაო წყენისთვის პასუხის გაცემას შეეცდება, ზესტაფონში იმერული დერბი გაიმართება, სადაც გაზაფხულის ყველაზე წარმატებული გუნდი, ყველაზე წარუმატებელს უმასპინძლებს. ქუთაისში კი მეგრელები ერთმანეთს ფიცხელ ბრძოლას გაუმართავენ, “მერანი” და “ზუგდიდი” ხომ ლიგიდან გავარდნის მთავარი პრეტენდენტები არიან.

 

გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი)

12 აპრილი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: გიგა ჭეიშვილი (“გურია”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ი. უკლება, ი. მაჩიტიძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 3:1, 1:3

“გურიამ” ოთხი დღის წინათ გადმოტანილ მატჩში წააგო შინ “სიონთან” (1:2) და შაბათს საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება. მით უმეტეს, რომ ლანჩხუთელები მიჯრით მეოთხედ დამარცხდნენ. სხვათა შორის, კიდევ ოთხი დღით ადრე იმავე ბოლნისელებთან “მეტალურგმაც” წააგო (0:2).

 

დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი)

12 აპრილი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

დისკვალიფიცირებულები: ირაკლი ძარია (“დინამო”), ზვიად ლობჟანიძე (“სიონი”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 4:1, 1:2

საგაზაფხულო სეზონის დასაწყისში სწორედ ”სიონი” იყო, მთავარი სიურპრიზი რომ შემოგვთავაზა, როცა”დინამო არენაზე” მრისხანე “დინამო” დაამარცხა (2:1). ამის შემდეგ ბოლნისელთა საქმეები აღმა წავიდა და თუ ცოტა ხნის წინათ მათი ზედა ექვსეულში მოხვერდაც არ გადაწყვეტილიყო, ახლა მესამე ადგილზე და შესაბამისად, ევროპა ლიგაზე გასვლის პრეტენზია გაუჩნდათ. რატომაც არა, თუ “ჩიხურას” კრიზისს გავითვალისწინებთ, სავსებით შესაძლებელია ასეც მოხდეს. მით უმეტეს, რომ ბოლნისელებმა ჩემპიონატში ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს.

თავის მხრივ, დინამოელებიც შეეცდებიან პრესტიჟის აღდგენას, შინ “სიონთან” ისევ ქულების დაკარგვა, ეს უკვე მეტისმეტი იქნება.

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე)

12 აპრილი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: თედორე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”)

მსაჯები: ო. ხეცაძე, ლ. თოდრია, ლ. ვარამიშვილი, ჯ. ხორავა, გ. დოგრაშვილი, დ. სანოძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:1, 1:1

საინტერესო მატჩია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იმერული დერბია. მეორეც, ერთმანეთს გაზაფხულის ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი გუნდები ხვდებიან. მარგველებმა გია გეგუჩაძის თავკაცობით მოგებათა ჩინებული სერია შემოგვთავაზეს - ბოლო ცხრა შეხვედრაში რვაჯერ იმარჯვეს, 15 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 1 გაუშვრეს. 46 ქულა მოაგროვეს, მეორე ადგილზე დადგნენ და ლამის “დინამოს” ჩემპიონობაში შეეცილონ.

საჩხერელებმა კი პირიქით, საშემოდგომო ეტაპი მეორე ადგილზე დაამთავრეს და საკმაოდ სტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მაგრამ დადგა გაზაფხული და სოსო ფრუიძის გუნდი თითთქოს შეცვალესო, მარტში ზედიზედ 5 თამაში წააგეს და მე-4 ადგილამდე დაქვეითდნენ. ერთადერთ ნუგეშად ახლა ქვეყნის თასის გათამაშება რჩებათ. აქ საქმეები უკეთაა, გასულ სამშაბათს ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად ქობულეთში “შუქურა” დაამარცხეს (2:1) და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

 

1           დინამო (თბ)                    25              17             4              4              56:18             55
2 ზესტაფონი 25 14 4 7 33:16 46
3 სიონი 25 12 6 7 33:25 42
4 ჩიხურა 25 11 6 8 42:38 39
5 მეტალურგი 25 10 6 9 28:29 36
6 გურია 25 11 0 14 26:35 33

 

 

მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი

12 აპრილი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00. უმაყურებლოდ

დისკვალიფიცირებულები: გელა ხუბუა (“მერანი”), ბაქარ მირცხულავა (“ზუგდიდი”)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, დ. ჩიგოგიძე, დ. კვეტენაძე, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 2:0, 0:0

ესეც დერბია. მეგრული დერბი. სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატები სამეგრელოს წარმომადგენლები არიან, რეგიონისა, სადაც ყოველთვის უამრავი ძალიან კარგი ფეხბურთელი იზრდებოდა.

 

დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი)

12 აპრილი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ჩაფიძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი (“სპარტაკი”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ჩიგოგიძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 3:1, 0:0

ბოლო კვირები გორელებისთვის ერთობ წინააღმდეგობრივი გამოდგა. ჩემპიონატში ზედიზედ 2 მარცხს “ტორპედოსთან” დიდი ანგარიშით მოგება მოაყოლეს (4:0). მთავარი მწვრთნელიც შეეცვალათ, რამაზ სოღოლაშვილის ნაცვლად გუნდში გია გიგატაძე მივიდა. მივიდა და მაშინვე თქვა, ამ სეზონში ჩვენი ამოცანა ქვეყნის თასზე წარმატებით თამაშიაო. გასაგებიცაა, ამ შემთხვევაში ისინი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდებიან.

“სპარტაკი” კი კვლავაც გააფთრებით იბრძვის უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)

12 აპრილი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), სევასტი თოდუა (“ტორპედო”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, ზ. ასკაროღლი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 4:1, 0:5

ტურის ალბათ ყველზე “მშვიდობიანი მატჩი.” ყოველ შემთხვევაში, ასე სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ. ლიგიდან გავარდნა ორივეს ნაკლებად ემუქრება. თუმცა, თუ წლევადელ სეზონში მათ ურთიერთშეხვედრებს გავიხსენებთ, შესაძლოა, “მცხეთა პარკზე” ცეცხლიც დაინთოს.  

 

1              დილა                               25                9               8             8                  34:26            35
2 ვიტ ჯორჯია 25 10 5 10 32:32 35
3 ტორპედო 25 9 5 11 25:36 32
4 სპარტაკი 25 7 4 14 22:33 25
5 ზუგდიდი 25 6 6 13 15:33 24
6 მერანი 25 5 4 16 18:43

19

 

 

 

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.113406