ფეხბურთი

18:10 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რას გადაწყვეტს აღმასკომი? 12 თუ 16?

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა 7 ივნისს გაიმართება. აღმასკომის წევრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 13:00 საათზე შეიკრიბებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, აღმასკომი შემდეგ საკითხებს განიხილავს:

1. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის განცხადების შესახებ.

2. საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.

3. სხვადასხვა.

ბუნებრივია, აღმასკომის მთავარი ინტრიგაა თუ რამდენი გუნდი ითამაშებს მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში. ქართული ფეხბურთის კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა გადაწყვეტილია. თუმცა, თავის მხრივ კლუბების ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გუნდების გაზრდას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ თუ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ამუშავდება და კლუბებს დააფინანსებენ. ჯერჯერობით სახელმწიფო კომისიას ფეხბურთის განვითარების პროგრამა არ დაუმტკიცებია.

თეგებიაღმასკომი
0.113458