ჩოგბურთი

13:29 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაონიჩის ვაშინგტონური ტრიუმფი

 ჩერნოგორიული წარმოშობის მილოშ რაონიჩმა აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის ტურნირის ფინალში თანამემამულე ვაშეკ პოსპიშილი 6:1, 6:4 დაამარცხა. გადამწყვეტი მატჩი საათსა და 7 წუთს გაგრძელდა, საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში რაონიჩი მეორედ შეხვდა პოსპიშილს და მეორედაც მოუგო. მილოშმა თავისი მეთერთმეტე ფინალი ითამაშა და მეექვსე ტიტული დაისაკუთრა. ვაშინგტონური ტრიუმფის საფასური კი რაონიჩისთვის 316400 დოლარი და 500 სარეიტინგო ქულაა.

“მატჩი ჩემთვის ბრწინვალედ დაიწყო, უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელია. მთლიანობაში მაყურებელს კარგი ჩოგბურთი ვუჩვენე და საერთოდაც მაღალ დონეზე ვთამაშობ. ამას რეიტინგში ჩემი ადგილიც ადასტურებს”, - განაცხადა მილოშმა ფინალის დასრულების შემდეგ.

კლასიფიკაციას რაც შეეხება, სადღეისო მონაცემით რაონიჩი მეექვსე პოზიციაზეა.

0.176319