მილოშ რაონიჩი მიმდინარე სეზონში კანადის საუკეთესო ჩოგბურთელად რამდენიმე დღის წინათ აღიარეს, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ ჩერნოგორიული ფესვების მქონე მოთამაშე “ნეკერჩხლების ქვეყანაში” წლის უძლიერეს სპორტსმენად სცნეს. გამოკითხვა მედიაჰოლდინგის Sportsnet-ის გამოცემებმა ჩაატარეს და კანადის საუკეთესო ათლეტი მეთერთმეტედ დაასახელეს.
შეგახსენებთ, 2013 წლის საჩოგბურთო სეზონის მსვლელობისას მილოშმა 2 ტიტული მოიგო, “მასტერზ1000”-ის ტურნირის ფინალამდე გააღწია და რეიტინგსიის ათეულშიც შევიდა.
რაონიჩი პრესტიჟულ ლუ მარშის სახელობის პრიზზეცაა წარდგენილი, რომელიც ასევე კანადის წლის საუკეთესო სპორტსმენს გადაეცემა. ეს პრემია აქამდე ჩოგბურთელისთვის არასდროს გადაუციათ. გამარჯვებულის ვინაობას დეკემბერში შევიტყობთ.